Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

3000 ევრო ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას დასავლეთ მაკედონიაში 3 დათვის მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარება

3000 ევრო ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას დასავლეთ მაკედონიაში 3 დათვის მკვლელობის საქმის გახსნაში დაეხმარება

საბერძნეთის გარემოს დაცვის, ცხოველთა და ნადირობის ფედერაციამ „ნემესისი“ 3 000 ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც დასავლეთ მაკედონიაში სამი დათვის დაღუპვაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას შეუწყობს ხელს. 

3 დათვის რამდენიმე საათის ინტერვალით გარდაცვალებამ საზოგადოებაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. პირველი მსხვერპლი 2,5 თვის დათვის ბელი იყო, რომელიც კოზანის რეგიონში გასროლით მოკლეს, დათვის ბელს ზურგში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. მეორე შემთხვევაში ფლორინაში დაფიქსირდა სადაც იმავე მეთოდით მოკლეს 8 წლის დათვი.

მესამე მსხვერპლი იყო დათვი სახელად კირკი, რომელიც 2025 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ გადაარჩინეს, უმკურნალეს და რამდენიმე დღის წინ ბუნებაში დააბრუნეს. თუმცა 13 ივნისს ის ფლორინას რაიონში მოწამლული სატყუარას მიღების შედეგად მკვდარი იპოვეს.

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მსგავსი დანაშაულები ხშირად დაუსჯელი რჩება და ხელისუფლებას მოუწოდებენ, აქტიურად გამოიძიოს საქმეები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. მათი შეფასებით, ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ აჩვენებს ველური ბუნების დაცვის გაძლიერების აუცილებლობას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *