Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

ათენი: ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ათენი: ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცავმა ორგანოებმა 44 და 46 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლიდან ამზადებენ ყალბ დოკუმენტებს და ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრანტების უკანონო გადაყვანისთვის იყენებდნენ.

ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 243 პირადობის მოწმობა, 46 პასპორტი, 12 ბინადრობის ნებართვა, 12 მართვის მოწმობა, ვიზები, სპეციალური საბეჭდი მოწყობილობები, კომპიუტერული ტექნიკა და ასობით ციფრული შაბლონი სხვადასხვა ქვეყნის დოკუმენტებისთვის.

გამოძიების თანახმად, ყალბი პასპორტის ფასი 900 ევრო იყო, პირადობის მოწმობის – 600 ევრო, ბინადრობის ნებართვის – 400 ევრო, ხოლო თავშესაფრის მაძიებლის მოწმობისა და მართვის მოწმობის – 150 ევრო.

პოლიციის შეფასებით, ორგანიზაციის უკანონო შემოსავალმა 200 000 ევროს გადააჭარბა. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *