Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: ქალი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ექიმს, რომელმაც ყალბი ცნობის გაცემაზე უარი თქვა

თესალონიკის პაპაგეორგიუს საავადმყოფოში ექიმს მუშტებით დაესხა თავს ქალი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა მისთვის ავადმყოფობის ყალბი ცნობა მიეცა, რათა თავიდან აეცილებინა არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრობა.

გავრცელებული ინფორმაციით , ქალი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მეუღლესთან ერთად მივიდა და მოთხოვნაზე უარის მიღებისთანავე ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო ქმედება და არ ვაპირებდი ამის გაკეთებას. შევთავაზე, რომ გავსინჯავდი და თუ რაიმე პრობლემა იქნებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მივცემდი ცნობას, მაგრამ მან ეს არ მიიღო.

იგი აღელდა, თავიდან სიტყვიერი მუქარას ჰქონდა ადგილი,შემდეგ კი სწრაფად დაიძრა ჩემსკენ და თავს დამესხა მუშტებით.

ორი-სამი დარტყმის შემდეგ იქვე მყოფები ჩაერივნენ და ქალი შეაკავეს,  ქმარი კი იგივე მკაცრი ტონით ისევ სასწრაფოდ ითხოვდა ნებართვას“, – განაცხადა ექიმმა აპოსტოლოს ანთოპულოსმა.

მომხდარის შესახებ ეცნობა  ადგილობრივ პოლიციას და პაპაგეორგიუს საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ექიმმა კი ქალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *