Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ელექტრო ენერგიის უკანონო მოხმარების საქმეში ცნობილი კომპანიებიც ფიგურირებენ

ელექტრო ენერგიის უკანონო მოხმარების საქმეში ცნობილი კომპანიებიც ფიგურირებენ

საბერძნეთის პოლიციის მრავალწლიანი გამოძიების შედეგად გაიხსნა ელ.ენერგიის უკანონო მოხმარების საქმე. ორგანიზებული ჯგუფი, წლების განმავლობაში მრიცხველებში უკანონო ჩარევის შედეგად უფასოდ მოიხმარდა ელ.ენერგიას. საქმის მასალების შედეგად დგინდება, რომ ორგანიზებული ჯგუფი ჯერ კიდევ 2017 წლიდან მოქმედებს. 

საბერძნეთის პოლიციის პრესსპიკერის, კონსტანტინა დიმოღლიდუს განცხადებით, ამ დროისთვის გამოვლენილია ელექტროენერგიის მრიცხველებში უკანონო ჩარევის სულ მცირე 105 შემთხვევა. გამოძიების თანახმად, ზოგიერთი ეჭვმიტანილი პერიოდულად ცვლიდა მრიცხველების მონაცემებს, მაშინ როცა სხვები მსგავს საქმიანობას უფრო სისტემატურად ეწეოდნენ.

ამ ეტაპზე დაკავებულია ხუთი ადამიანი, რომელთაგან სამის სახელი უშუალოდ კრიმინალური ორგანიზაციის საქმიანობას უკავშირდება.

გამოძიების თანახმად, ეჭვმიტანილები პროფესიონალი ელექტრიკოსები არ ყოფილან, თუმცა მათ ჰქონდათ საკმარისი ტექნიკური ცოდნა, რათა ელექტროენერგიის მრიცხველებში ჩარევა შეძლებოდათ. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ საქმეში ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიული პირებიც ფიგურირებენ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ელექტროენერგიის ქურდობა ბიზნესების სასარგებლოდ ხორციელდებოდა.

პირველადი მონაცემებით, ჯგუფის წევრები მრიცხველებს აყალბებდნენ როგორც საცხოვრებელ სახლებში, ისე კომერციულ ობიექტებში ატიკის, მაკედონიის, თრაკიის, თესალიისა და პელოპონესის რეგიონებში.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, საქმეში ჩართული არიან ცნობილი კომპანიებიც, რომელთა სახელწოდებებიც ამ ეტაპზე ოფიციალურად არ საჯაროვდება.

ორგანიზებული ჯგუფი აყალბებდა არა მხოლოდ ძველი მრიცხველების მაჩვენებლებს, არამედ ახალი, ციფრულ ელექტრომრიცხველებსაც, რაც ტექნიკურად განსაკუთრებულად რთულ პროცესად ითვლება და სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *