Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთიკრიმინალი

იანნის ლალას მკვლელებმა ჯიპი, რომლითაც დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, დაწვეს

იანნის ლალას მკვლელებმა ჯიპი, რომლითაც დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, დაწვეს

protothema.gr-ი ავრცელებს ვიდეო მასალას, რომელშიც ჩანს თუ როგორ იწვის ავტომანქანა, რომლითაც იანნის ლალას მკვლელები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ.

დამნაშავეებმა მანქანა ამოაყირავეს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს, რათა გაენადგურებინათ მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება.

მიმდინარეობს გამოძიება დამნაშავეთა ვინაობის დასადგენად. 

შეგახსენებთ, რომ იანნის ლალასი მეგობარ ქალთან და კიდევ 2 წყვილთან ერთად იმყოფებოდა არახოვაში შაბათ-კვირის გასატარებლად. 

მკვლელობის ღამეს მსხვერპლი მეგობარ ქალთან ერთად სასტუმროს ოთახის აივანზე იმყოფებოდა. თავდამსხმელებმა მას მაშინ ესროლეს, როცა აივანზე მარტო დარჩა. იანნის ლალასი ჩაცხრილეს, რამაც მისი დაუყოვნებლივ სიკვდილი გამოიწვია.

მისმა პარტნიორმა ის სისხლის გუბეში უგონო მდგოამრეობაში იპოვა. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იანნის ლალას მოკვლა მაისის თვეშიც სცადეს მისი სახლის წინ. ის ახლო მეგობარი და პარტნიორია სიგარეტის შემომტანი მაფიის წარმომადგენლების. მას ასევე ბრალი ედებოდა ჟურნალისტი ღიორღოს კარაივაზის მჯვლელობაში. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *