Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთიUncategorized

კუფონისია: გამოძიება იკვლევს 23 წლის იოტას მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზს

კუფონისია: გამოძიება იკვლევს 23 წლის იოტას მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზს

მოულოდნელად გარდაიცვალა 23 წლის იოტა, რომელიც კუფონისიაზე შეყვარებულთან ერთად საზაფხულო არდადეგების გასატარებლად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დღის საათებში იოტა ერთ-ერთ ცნობილ ადგილობრივ რესტორანში იყო სასადილოდ, ხოლო შემდეგ კი ბარში გასართობად. ჯანმრთელობის პრობლემები არ აწუხებდა და არც იმ დღეს ჰქონია რაიმე კონკრეტული ჩივილი.

“საჭმელად იყვნენ გასულები. როდესაც დაბრუნდნენ იოტამ თქვა რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა და სააბაზანოში გული წაუვიდა. მისმა შეყვარებულმა ოთახში გამოიყვანა და ყვირილი დაიწყო რომ შველა ეთხოვა. შევცვივდით ოთახში. საბედნიეროდ ექიმების იყვნენ ჩვენს გარშემო და იოტას პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.” – აცხადებს სახლის მეპატრონე ტელემაუწყებელ Mega-სთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ექიმები გოგონას გადარჩენას საათნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ.

პოლიციამ უკვე დაკითხა იოტას შეყვარებულიც. 

“ვგლოვობთ ჩვენს იოტას. საუბარი გვაქვს 22 წლის ბავშვებზე, რომლებსაც ჯოჯოხეთის გავლა მოუწიათ. არავინ იცის რა მოხდა და არც გვეცოდინება სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გამოქვეყნდება. ცუდად ვართ.. მოუთმენლად ველით დასკვნის გამოცემას, იქნებ ლოგიკური პასუხი გაეცეს ჩვენს ყველა კითხვას. მხოლოდ ასე შეძლებს დამშვიდებას იოტას შეყვარებულიც, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ამჟამად. კარდიოლოგები, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ლოგიკურ ახსნას ვერ უძებნიან იოტას გარდაცვალებას. არ ვიცით რა მოხდა ან როგორ. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს! ბავშვები საჭმელად იყვნენ გასულები და შემდეგ სახლში დაბრუნდნენ. საუბარი გვაქვს ბავშვებზე, რომლებიც არ სვამენ. შეიძლება მთელი ახალგაზრდობა მოიხმარს ალკოჰოლს მაგრამ ეს კონკრეტული 2 ბავშვი არ სვამდა!” – აცხადებს იოტას ბიძა ტელემაუწყებელ Mega-სთან საუბრისას. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *