წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება
წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კაცს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის დახრჩობის მცდელობა ედება
წინასწარი პატიმრობა შეეფარდა 58 წლის კავს, რომელსაც ბრალად 8 წლის ბავშვის მკვლელობის მცდელობა ედება. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურორისა და გამომძიებლის საერთო განკარგულებით მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ 8 წლის ბიჭის დედამ საჩივარი 30 ივნისს შეიტანა ბრალდებულის წინააღმდეგ. ოჯახი ბრალდებულის სახლს ქირაობს. საჩივარზე დაყრდნობით ბრალდებულს ბავშვების ხმაური აწუხებდა, სწორედ ამიტომ შეიჭრა სახლში, სადაც ბავშვები მარტო იყვნენ, დაემუქრა მათ, სახეში ხელი გაარტყა 8 წლის ბიჭს და ბალიშით მისი გაგუდვა სცადა.
საწყის ეტაპზე კაცი ოჯახური სიმშვიდის დარღვევის, სხეულის დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, თუმცა დედის მიერ მიცემული ჩვენების შემდეგ მას ბრალი დაუმძიმდა და ადამიანის მკვლელობის მცდელობლად გადაუკვალიფიცირდა.
