Latest news
ისტორიული ვიდეო პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების პირველი წლისთავიდან იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან ირაკლიო: რატომ ჰქონდა 18 წლის ბავშვს საწვავით სავსე ბოთლთან წვდომა საბერძნეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე პრეზიდენტი: არ ვიზიარებ მერების წინასწარ უარყოფით დამოკიდებულებას ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“  კოლონოს: ილიას მიხოსი სასამართლოში გადაიყვანეს ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის...
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთისამართალი

დაჯარიმდება ყველა ბარი-რესტორანი და მაღაზია, რომელიც არასრულწლოვნებს ალკოჰოლს ან სიგარეტს მიჰყიდის

დაჯარიმდება ყველა ბარი-რესტორანი და მაღაზია, რომელიც არასრულწლოვნებს ალკოჰოლს ან სიგარეტს მიჰყიდის

გამკაცრებულ სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცემა ყველა, ვინც არასრულწლოვნებს ალკოჰოლურ ნივთიერებას მიჰყიდის 

იმისთვის, რომ წერტილი დაესვას ალკოჰოლური სასმელით ინტოქსიკაციის ინციდენტებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, მთავრობა გაამკაცრებს კანონს არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლის მიყიდვასთან დაკავშირებით. საყოველთაო ჯანდაცვის დაგეგმარების ერთ-ერთი ნაწილი იქნება ასევე ღია სივრცეებში მოწევის აკრძალვაც. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ტერიტორიაზე დახურულ სივრცეებში მოწევა უკვე წლებია აკრძალულია. აღნიშნული სამომავლო კანონმდებლობის მიზანია სხვა ევროპული ქვეყნების ცხოვრების სტილსა და საკანონმდებლო სფეროებთან თანხვედრაში მოსვლა, სადაც უკვე აკრძალულია მოწევა ღია სივრცეებშიც.

იუსტიციის, სამოქალაქო დაცვის, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები იზრუნებენ არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლის მიყიდვის აღმოსაფხვრელად საკანონმდევლო ჩარჩოების გამკაცრებაზე. რამდენადაც ცნობილი გახდა პოლიციას უფლება ექნება შემოწმებები ჩაატაროს ღამის კლუბებსა და ბარებში და დალუქოს ზემოთ ხსენებულბი, იმ შემთხვევაში თუ დააფიქსირდება კანონდარღვევა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *