Latest news
ლარისა: 16 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება სახლისა და ბიზნესის წინ ლიცენზიის გარეშე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება კანონით ისჯება თრიასიო: 50 რომამ ჩაამსხვრია საავადმყოფოს ფანჯრები და თავს დაესხა ექიმებს მათი ნათესავის ტომოგრაფიის... 13 ივლისიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება რატომ უწოდებენ სალონიკს საერთაშორისო განათლების კარიბჭეს საბერძნეთი: ლიფტების სავალდებულო რეგისტრაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია მითები საკვებთან დაკავშირებით - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტების შერჩევისას ათენის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს კონდიციონერებს უფასოდ გადასცემს კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება როგორ გარდაიქმნა აი-სტრატისი მწვანე კუნძულად
ოთხშაბათი, ივლისი 8, 2026
საბერძნეთისამართალი

სახლისა და ბიზნესის წინ ლიცენზიის გარეშე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება კანონით ისჯება

სახლისა და ბიზნესის წინ ლიცენზიის გარეშე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება კანონით ისჯება

საბერძნეთის ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით ათენსა და სალონიკში, ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარი ინიციატივით ამონტაჟებენ ნიშნებს წარწერით „გაჩერება აკრძალულია“, აყენებენ ჯაჭვებს, დგამენ კონუსებს, სკამებს, ქოთნებს ან სხვა საგნებს, რათა ქუჩის ნაწილი პირადი გამოყენებისთვის დაიკავონ.

თუმცა მოსახლეობის უმეტესობამ არ იცის, რომ მსგავსი ქმედება არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, ოფიციალური ნიშნის მსგავსი ნიშნების ან სხვა საშუალებების თვითნებურად განთავსება, რამაც შეიძლება მძღოლები შეცდომაში შეყვანა გამოიწვიოს მკაცრად ისჯება. ასეთ შემთხვევებში ჯარიმამ შესაძლოა 1 500 ევროსაც მიაღწიოს, ხოლო გარკვეულ სიტუაციებში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგეს.

თუ პირი უკანონოდ იკავებს საჯარო სივრცეს და დგამს ნივთებს იმისთვის, რომ სხვებმა ავტომობილი არ გააჩერონ, გამოეწერება ადმინისტრაციული ჯარიმა, რომელიც 350 ევროდან იწყება.

პარკირების ამკრძალავი ნიშნის კანონიერად დაყენება შესაძლებელია მხოლოდ პასუხისმგებელი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის შემთხვევაში და ძირითადად ეხება კერძო ავტოსადგომის ან გარაჟის კანონიერ შესასვლელსა და გამოსასვლელს. ამისთვის საჭიროა მუნიციპალიტეტში განაცხადის შეტანა და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა.

საჯარო ქუჩა და პარკირების ადგილები კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს, ამიტომ სახლის წინ ყოველდღიურად ავტომანქანის გაჩერება არ ნიშნავს, რომ ადამიანს ამ სივრცეზე განსაკუთრებული უფლება აქვს. მუნიციპალიტეტებსა და საგზაო პოლიციას შეუძლიათ უკანონოდ განთავსებული ნიშნებისა და დაბრკოლებების მოხსნა და დამრღვევების დაჯარიმება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *