გარემოსდაცვითი პროგრამა Plastic Free Greece 2026 სანტორინზე
გარემოსდაცვითი პროგრამა Plastic Free Greece 2026 სანტორინზე
საბერძნეთის გარემოსდაცვითი პროგრამის „Plastic Free Greece 2026“ ფარგლებში სანტორინის რამდენიმე სანაპირო და ზღვის ფსკერი გაიწმინდა. ვულკანური წარმოშობის კუნძული თავისი უნიკალური ლანდშაფტით, შავი და წითელი სანაპიროებით გამოირჩევა და უამრავ ტურისტს იზიდავს. კუნძულზე დიდი რაოდენობით დამსვენებლები კი ავტომატურად ამწვავებენ კუნძულის დაბინძურების პრობლემას.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Lidl Ελλάς-ისა და ათანასიოს კ. ლასკარიდისის საქველმოქმედო ფონდის თანამშრომლობით, ორი სანაპირო: მონოლითო და ბაქსედესი გაიწმინდა. სამუშაოების შედეგად შეგროვდა დაახლოებით 134,5 კგ ნარჩენი, მათ შორის პლასტმასის ნარჩენები, პენოპლასტი, ბოთლები და სიგარეტის ნამწვავები.
გარდა ამისა, ჩატარდა წყალქვეშა დასუფთავების სამუშაოები ამუდისა და ვლიხადას რაიონებში, საიდანაც ამოიღეს კიდევ 285,7 კგ ნარჩენი. ძირითადად ალუმინის ქილები, პლასტმასის ბოთლები და პარკები.
საერთო ჯამში, სანტორინის სანაპიროებიდან და ზღვის ფსკერიდან 420,2 კგ ნარჩენი იქნა ამოღებული. თუმცა, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ იგივე ადგილებში გასულ წელსაც ჩატარდა დასუფთავება და თითქმის იგივე რაოდენობის ნარჩენი შეგროვდა, რაც მიუთითებს ადამიანების ქცევისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების შეცვლის აუცილებლობაზე.
პროგრამა Plastic Free Greece 2026 გაგრძელდება სხვა კუნძულებზე: კორფუზე, მიკონოსზე, სკიათოსსა და ლეზვოსზე. ორგანიზატორები მოუწოდებენ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს, შეამცირონ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება და იზრუნონ სანაპიროების სისუფთავეზე.
