ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს
ათერიდისი მის წინააღმდეგ წამოჭრილ კრიტიკას პასუხობს
ბერძენმა მსახიობმა, თოდორის ათერიდისმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ განმარტა მისი პოზიცია, რადგან მისი მხრიდან შინაგან საქმეთა მინისტრის, მიხალის ხრისოხოიდის მისამართით გაკეთებულმა მხარდამჭერმა განცხადებებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
მსახიობის თქმით, მას არ აშინებს საზოგადოებრივი კრიტიკა და მიაჩნია, რომ „Marfin“-ის ბანკში 2010 წელს გაჩენილი ხანძრის საქმე აუცილებლად უნდა გაიხსნას. მისი განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი არ ისურვებდა მკვლელების გამოვლენას მხოლოდ იმიტომ, რომ ამით მინისტრს პოლიტიკური ქულები არ დაეწეროს.
ათერიდისმა აღნიშნა, რომ ბრალდებულების განსჯა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია, თუმცა თავად მხარს უჭერს ხრისოხოიდის ძალისხმევას მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და დაუსჯელობის სინდრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან ასევე გაიხსენა, რომ სწორედ ხრისოხოიდის მინისტრობის პერიოდში იქნა ლიკვიდირებული ტერორისტული ორგანიზაცია „17 ნოემბერი“.
მსახიობმა განაცხადა, რომ თავისი მოსაზრებების გამო პასუხისმგებლობას სრულად იღებს და კრიტიკა მის პოზიციას ვერ შეცვლის. მისი თქმით, ძალადობრივი დანაშაულების გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა საზოგადოების ინტერესებში შედის.
