Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საზოგადოებასაბერძნეთი

პატრა-პირღოსის ავტომაგისტრალის კიდევ ერთ მონაკვეთზე ამოქმედდა კილომეტრული გადასახადი 

პატრა-პირღოსის ავტომაგისტრალის კიდევ ერთ მონაკვეთზე ამოქმედდა კილომეტრული გადასახადი 

17 ივლისიდან საბერძნეთში, პატრა–პირღოსის ავტომაგისტრალზე, ვარდას საგზაო კვანძზე კილომეტრული გადასახადის სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანია Olympia Odos-მა განაცხადა.

კომპანია ამ სისტემას 2021 წლიდან იყენებს ელევსინასა და პატრას შორის მონაკვეთზე, ხოლო 2026 წლის მარტიდან მისი ეტაპობრივი გაფართოება პატრა–პირღოსის ახალ მონაკვეთზეც დაიწყო. ვარდას კვანძის დამატებით, სისტემა უკვე მოიცავს ქვედა ახაიასა და ამალიადას მონაკვეთებსაც.

კილომეტრული გადასახადი მოქმედებს OLYMPIA PASS-ის ელექტრონული გადამცემის მფლობელებისთვის და საშუალებას აძლევს მძღოლებს გადაიხადონ მხოლოდ იმ მონაკვეთის საფასური, რომელიც რეალურად გაიარეს. კერძო ავტომობილების, მსუბუქი სატვირთოებისა და სატვირთო მანქანების მძღოლები გადახდილი თანხის 28%-დან 45%-მდე უკან დაიბრუნებენ.

გარდა ამისა, კერძო ავტომობილების მძღოლები ისარგებლებენ VALUE-ს ფასდაკლების პროგრამით, რომელიც მგზავრობის სიხშირის მიხედვით 15%-დან 60%-მდე დამატებით ფასდაკლებას ითვალისწინებს. გამომდინარე აქედან მინდილოღლი–ვარდას მარშრუტზე საერთო ეკონომია 58%-მდე, ხოლო ქვედა ახაია–ვარდას მონაკვეთზე 68%-მდე შეიძლება გაიზარდოს.

კომპანიის ინფორმაციით, OLYMPIA PASS-ის მიღება უფასოა. მოწყობილობა ავტომატურად აფიქსირებს ავტომობილის შესვლასა და გასვლას ავტომაგისტრალზე, რის შემდეგაც შესაბამისი თანხა მომხმარებლის ანგარიშზე ავტომატურად ბრუნდება. ტრანსპონდერის შეკვეთა შესაძლებელია როგორც Olympia Odos-ის ვებგვერდზე, ისე მომხმარებელთა მომსახურების ცენტრებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *