ზაკინთო: წვეულებაზე მყოფი 20 წლის ბრიტანელი ტურისტი მოულოდნელად გარდაიცვალა
ტრაგიკულად დასრულდა გუშინ საღამოს ზაკინთოში, ლაგანას რაიონში, ერთ-ერთ ცნობილ კლუბში გამართული წვეულება, სადაც 20 წლის ბრიტანელი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
აღნიშნულ კლუბში მორიგი წვეულების დროს, რომელიც იწყება საღამოს 6 საათზე და მთავრდება დაახლოებით დილის 11 საათზე, 20 წლის ბრიტანელი ტურისტი აუზში გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით , ახალგაზრდა ბრიტანელმა კლუბის აუზზე ყოფნისას მოულოდნელად გონება დაკარგა, იქვე მყოფი მაშველი, რომელმაც შენიშნა მომხდარი, დაუყოვნებლივ ჩაერია, ტურისტი აუზიდან გამოიყვანა და ხელოვნური სუნთქვით ცდილობდა მის გადარჩენას.
ცოტა ხნის შემდეგ შემთხვევის ადგილზე კერძო სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და 20 წლის ბრიტანელი ზაკინთოს საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მისი გარდაცვალება დადგინდა.
ზაკინთოს პოლიციის განყოფილება იძიებს იმ გარემოებებს, თუ რამ გამოიწვია ახალგაზრდა ბრიტანელის გარდაცვალება კლუბში, რომლის მენეჯერმა და თანამშრომლებმაც უკვე მისცეს ჩვენება, როგორც მენეჯერი აცხადებს აუზზე უსაფრთხოების ზომები დაცულია და გამორიცხავს ტურისტის დახრჩობის ფაქტს.
გარდაცვალების მიზეზის დასადგენად 20 წლის მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზე პატრაში იქნა გადასვენებული.
