Latest news
პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო...
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად 5 000-ზე მეტი ნებართვა გაიცა

საბერძნეთი: წყალდიდობის შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად 5 000-ზე მეტი ნებართვა გაიცა

საბერძნეთში, 2026 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, ქარიშხალი „დანიელის“ შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად 5 000-ზე მეტი სარემონტო ნებართვაა გაცემული. აღნიშნულ ნებართვებზე გათვალისწინებული სახელმწიფო უფასო დახმარების საერთო ოდენობა დაახლოებით 36,5 მილიონ ევროს შეადგენს.

კლიმატის კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებული შენობების აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სარემონტო ნებართვების გაცემა 2024 წლის აგვისტოში დაიწყო, მას შემდეგ, რაც დაზარალებულ რეგიონებში დაახლოებით 30 000 შენობას მიენიჭა საცხოვრებლად სახიფათო სტატუსი.

ყველაზე მეტი ნებართვა კარდიცას რეგიონში გაიცა – 2 048, სადაც სახელმწიფო დახმარებამ 16 მილიონ ევროს გადააჭარბა. პალამას მუნიციპალიტეტში  – 1 400, ხოლო ფარკადონას მუნიციპალიტეტში 557 სარემონტო ნებართვა გაიცა.

საერთო ჯამში, სარემონტო ნებართვის მისაღებად დაახლოებით 13 900 განაცხადია წარდგენილი, საიდანაც შესაბამისმა უწყებამ უკვე 12 000-ზე მეტი დაამუშავა. ხელისუფლების განცხადებით, პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება, რათა დაზარალებული შენობების აღდგენა უმოკლეს ვადაში დასრულდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *