Latest news
პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს ΕΦΕΤ-მა ქათმის გაყინული ბურგერების გაყიდვიდან ამოღების განკარგულება გასცა - პროდუქტში სალმონელა აღმო...
შაბათი, ოქტომბერი 24, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი: ხვალიდან საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

საბერძნეთი: ხვალიდან საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება იწყება

საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების მიღება 18 ივლისიდან იწყება. იმ განმცხადებლების კატეგორია, რომელიც ვაუჩერებს მიიღებს, შეძლებს შვილების სრულიად უფასოდ ჩარიცხვას საბავშვო ბაღებსა და ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის.

EETAA არის საბერძნეთის ადგილობრივი განვითარებისა და თვითმმართველობის ორგანო, რომელიც სხვადასხვა სოციალურ პროგრამას მართავს. მათ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამაა საბავშვო ბაღების ვაუჩერები (voucher), რომლის მეშვეობითაც ოჯახებს უფინანსდებათ ბავშვების: ბაგა-ბაღებში, საბავშვო ბაღებში,

ბავშვთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ცენტრებში, შშმ ბავშვებისა და პირებისთვის განკუთვნილ ცენტრებსა და პროგრამებში მონაწილეობის მიღება.

განაცხადების წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი და 2026 წლის 5 აგვისტომდეგაგრძელდება. განაცხადები მიიღება EETAA-ის ოფიციალურ პლატფორმაზე ეტაპობრივად, საგადასახადო ნომრის (ΑΦΜ) ბოლო ციფრის მიხედვით.

20-21 ივლისს განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, რომელთა ΑΦΜ სრულდება 3, 4 ან 5-ით.

22-23 ივლისს – მათ, ვისი ΑΦΜ 6, 7, 8 ან 9-ით მთავრდება, ხოლო 24 ივლისიდან 5 აგვისტომდე განაცხადის წარდგენა ყველა მსურველს შეეძლება.

მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შემოსავლის ზღვარი გაუქმდა. შესაბამისად, ისინი ვაუჩერის მიღებას ოჯახის შემოსავლის მიუხედავად შეძლებენ.

დანარჩენი ოჯახებისთვის შემოსავლის მაქსიმალური ზღვარი ასეთია:

  • ოჯახები, რომლებსაც 1 ან 2 შვილი ჰყავთ – 35 000 ევრომდე;
  • სამი შვილის ყოლის შემთხვევაში – 38 000 ევრომდე;
  • მრავალშვილიანი ოჯახები – შემოსავლის შეზღუდვის გარეშე.
Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *