Latest news
2026-2027 სასწავლო წლისთვის ΔΥΠΑ-ს საბავშვო ბაღებმა აღსაზრდელთა პირველადი სია გამოაქვეყნეს კალითეას სადგურზე შშმ პირებისთვის წვდომის გაუმჯობესების სამუშაოები იწყება ნისიროსზე ახალი სეისმოლოგიური სადგური ვულკანის მონიტორინგს გააძლიერებს გეგმავს თუ არა საბერძნეთი უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის ახალი სამინისტროს შექმნას საბერძნეთი: ΕΕΤΑΑ გასვემს ვაუჩერებს საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლებისთვის რა ეტაპზეა Riviera Tower-ის მშენებლობის პროექტი 37 წლის კაცი მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს საბერძნეთი: დღეიდან EETAA-ს პროგრამაზე, კერძოდ საბავშვო და ბაგა-ბაღებში უფასოდ სწავლის ვაუჩერების მი... 19 ივლისიდან მეტროს მე-3 ხაზის გადაადგილებაში ცვლილებები შევა - რომელი სადგურები დაიკეტება  პანეპისტიმიუ: ავტობუსისა და ტროლეიბუსის შეჯახების შედეგად 4 მგზავრი დაშავდა
სამშაბათი, ივლისი 21, 2026
საბერძნეთიUncategorized

ნისიროსზე ახალი სეისმოლოგიური სადგური ვულკანის მონიტორინგს გააძლიერებს

ნისიროსზე ახალი სეისმოლოგიური სადგური ვულკანის მონიტორინგს გააძლიერებს

საბერძნეთის კუნძულ ნისიროსზე ვულკანის მონიტორინგის გასაძლიერებლად ახალი მუდმივი სეისმოლოგიური სადგური ამოქმედდა. პროექტი ნისიროსის მუნიციპალიტეტისა და ათენის ეროვნული და კაპოდისტრიას უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდა.

ახალი სადგური კუნძულზე სეისმურ აქტივობას 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება, ხოლო მონაცემები მეცნიერებისთვის რეალურ დროში იქნება ხელმისაწვდომი. მონიტორინგისთვის გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ძალიან სუსტი მიკროძვრების დაფიქსირების შესაძლებლობას იძლევა.

უნივერსიტეტის სეისმოლოგიის ლაბორატორიის ინფორმაციით, ნისიროსის ვულკანის რეგიონში ამჟამად სეისმური აქტივობა თითქმის ნულის ტოლია და ვულკანური საფრთხის ნიშნები არ ფიქსირდება.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ახალი ვულკანური ობსერვატორია მოსახლეობის უსაფრთხოებას გააძლიერებს, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს შეუწყობს ხელს და კუნძულზე საგანმანათლებლო, სამეცნიერო და თემატური ტურიზმის განვითარებასაც წაახალისებს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *