Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

საბერძნეთი: როდიდან იწყება პროგრამა “ტურზმი ყველასთვის”

საბერძნეთი: როდიდან იწყება პროგრამა “ტურზმი ყველასთვის”

პროგრამაზე “ტურიზმი ყველასთვის” განცხადებების მიღება აგვისტოს თვეში გაიხსნება. აღნიშნული პროგრამა მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით დასვენებისთვის 200-დან 600 ევრომდე ფინანსურ დახმარებას სთავაზობს.

განახლებული პროგრამა ითვალისწინებს შემოსავლის ზღვარი გაზრდას, რის შედეგადაც ბენეფიციართა რაოდენობა მოიმატებს. პირველად, პროგრამაში შემოსავლის მიუხედავად ჩაერთვებიან 67%-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვების ოჯახები. მრავალშვილიანი ოჯახები კი დამატებით 50 ევროს მიიღებენ მეოთხე და ყოველი მომდევნო ბავშვზე.

სუბსიდია გაიცემა ციფრული ბარათის სახით, რომლის გამოყენება 18 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ბენეფიციარები თანხას ერთჯერადად ან რამდენიმე ჯავშნისთვის გამოიყენებენ. 

განაცხადების წარდგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრებში (KEP) ან სპეციალური დახმარების სერვისის მეშვეობით.

პროგრამის ფარგლებში ყველაზე მაღალი დაფინანსება იმ მოქალაქეებს გადაეცემათ, რომლებიც მოგზაურობას არასეზონურ პერიოდში: ოქტომბრიდან აპრილამდე დაგეგმავენ, რაც ქვეყნის შიდა ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *