Latest news
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს როგორ უნდა აღმოიფხვრას ათენში საცობების პრობლემა Euro 7: 2026 წლის ბოლოდან ავტომობილებისთვის ახალი ეკოლოგიური მოთხოვნები ამოქმედდება The Guardian: ნოლანის „ოდისეამ“ შესაძლოა მესინია სამუდამოდ შეცვალოს საბერძნეთი: წყლის რესურსების მართვის ახალი მეთოდები საბერძნეთში „თეთრი ზონების“ პროექტი იწყება – 54 ახალი სადგური ციფრული ტელევიზიის დაფარვას გააფართოებ... სიროსზე ბავშვის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა - აცხადებს 41 წლის ქალის ოჯახის ადვოკატი ოლიმპოს მთა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება ღალაცი: 80 წლის კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
კვირა, ივლისი 26, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება

კირიაკოს მიცოტაკის: აგვისტოში დიზელის ფასი კიდევ 10 ცენტით შემცირდება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ აგვისტოში სახელმწიფოს დაფინანსებით დიზელის ფასი ლიტრზე დამატებით 10 ცენტით შემცირდება. უკვე მოქმედ 5-ცენტიან ფასდაკლებასთან ერთად, საერთო შეღავათი 15 ცენტს მიაღწევს. აღნიშული მიზნის განსახორციელებლად კი 30 მილიონი ევრო გამოიყოფა.

პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობისა და ენერგომატარებლების ფასების შესაძლო ზრდის ფონზე. მისი მიზანია როგორც პროფესიონალი მძღოლებისა და სატრანსპორტო სექტორის მხარდაჭერა, ისე პროდუქციის გაძვირების შემცირება, რომელიც საწვავის ფასის ზრდას მოჰყვება.

კვირის ანგარიშში მიცოტაკისმა ასევე შეაჯამა მთავრობის სხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: დასრულდა E65-ის ავტობანის მშენებლობა, დამტკიცდა 23 მილიარდი ევროს ეროვნული განვითარების პროგრამა, მიღებულ იქნა ახალი სოციალური და საცხოვრებელი პოლიტიკის ზომები, ცვლილებები ქვრივობის პენსიებში, ასევე განათლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და თავდაცვის სფეროებში.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში გააგრძელებს მოქალაქეების მხარდაჭერას საერთაშორისო კრიზისების პირობებში.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *