კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს
კრიმინოლოგის მობილური ტელეფონი და საფულე იპოვეს
პოლიციამ სტავროს ღეორღიუს მობილური ტელეფონი და საფულე იპოვა.
ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადვოკატის პირადი ნივთები ოფისის ხელახალი ჩხრეკისას იპოვეს.
გამომდინარე აქედან, თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილიდან მხოლოდ ადვოკატის ლეპტოპი და თანხა წაიღო.
28 წლის ეგვიპტის მოქალაქეს ბრალად ადამიანის განზრახ მკვლელობა, ქურდობა და საბერძნეთში არალეგალურად ყოფნა ედება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 23 ივლისს ბრალდებულმა დაკითხვის 27 ივლისამდე გადავადება ითხოვა.
Facebook Comments Box
