Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიპოლიტიკა

აპირებს თუ არა საბერძნეთის პარლამენტი კონსტიტუციის მე-16 მუხლის გადასინჯვას

აპირებს თუ არა საბერძნეთის პარლამენტი კონსტიტუციის მე-16 მუხლის გადასინჯვას

საბერძნეთის პარლამენტში კონსტიტუციის 16-ე მუხლის გადასინჯვის შესახებ მთავრობის წინადადებას პირველ კენჭისყრაზე 160 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივამ საჭირო 180 ხმა ვერ მოიპოვა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა მუხლი გადასინჯვას დაქვემდებარებულად გამოცხადდეს. შესაბამისად, პროცესი მეორე ეტაპზე გადადის, თუმცა ცვლილების საბოლოოდ დასამტკიცებლად მომდევნო პარლამენტში უკვე 180 დეპუტატის ხმა იქნება საჭირო.

კონსტიტუციის მე-16 მუხლი ამჟამად ითვალისწინებს, რომ უმაღლესი განათლება სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა და უნივერსიტეტები საჯარო სამართლის იურიდიული პირები უნდა იყვნენ. სწორედ ამიტომ, ეს მუხლი ათწლეულებია პოლიტიკური და საზოგადოებრივი დებატების საგანია.

მთავრობას სურს კონსტიტუციურად დაუშვას როგორც საჯარო, ისე კერძო ან არაკომერციული უნივერსიტეტების ფუნქციონირება სახელმწიფო ზედამხედველობის პირობებში. ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს უცხოური უნივერსიტეტების შემოსვლას ბერძნულ საგანმანათლებლო სექტორში, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვას, საბერძნეთის აკადემიური სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და იმ სტუდენტების რაოდენობის შემცირებას, რომლებიც სწავლას საზღვარგარეთ აგრძელებენ.

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება. მათი აზრით პრიორიტეტი უნდა იყოს საჯარო უნივერსიტეტების დაფინანსებისა და ხარისხის გაუმჯობესება და არა კონსტიტუციის შეცვლა. მათი აზრით კერძო უნივერსიტეტების გაფართოებამ შესაძლოა საჯარო უმაღლესი განათლების როლი შეასუსტოს.

თუ მომდევნო მოსმენაზე პარლამენტი 180 ხმით დაამტკიცებს ცვლილებას, საბერძნეთის კონსტიტუცია ოფიციალურად დაუშვებს კერძო და უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობას, ხოლო ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა ახალ სამართლებრივ ჩარჩოში გადავა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო უნივერსიტეტები კვლავაც განათლების სისტემის ძირითად საყრდენად დარჩებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *