Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულ სიროსზე მაშველმა მამა და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი გადაარჩინა

კუნძულ სიროსზე მაშველმა მამა და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი გადაარჩინა

კუნძულ სიროსზე, ვარის სანაპიროზე, 28 ივლისს შუადღეს საფრანგეთიდან ჩასული ტურისტი და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი ძლიერმა ქარმა გასაბერი ნავით ზღვაში გაიტაცა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მამას სანაპიროზე მყოფებმა ძლიერი ქარის გამო ზღვაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩიეს, მან გაფრთხილება არ გაითვალისწინა. მალევე ქარმა ნავი სანაპიროდან მოშორებით გაიტაცა, რის შემდეგაც ნაპირზე დარჩენილმა დედამ დასახმარებლად მაშველებს მიმართა.

საბედნიეროდ, ოთხივე გოგონა, რომლებიც 10 წლამდე ასაკის არიან, სამაშველო ჟილეტებს ატარებდნენ, თუმცა მამას ჟილეტი არ ეცვა.

მაშველი, სახელად პარასკევი დაუყოვნებლივ შევიდა წყალში ტურისტების გადასარჩენად. მან ორი ბავშვი სამაშველო დაფაზე გადაიყვანა, ხოლო დანარჩენი ოჯახის წევრები სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის დახმარებით უსაფრთხოდ გამოიყვანა წყლიდან.

მაშველის პროფესიონალიზმისა და სწრაფი რეაგირების წყალობით, ინციდენტი მსხვერპლისა და ტრავმების გარეშე დასრულდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *