Latest news
მეხანძრის გულისამაჩუყებელი განცხადება: ჩემი კოლეგები სახლში ვეღარ დაბრუნდებიან საბერძნეთში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება 115%-ით გაიზარდა ლეზვოს: პლომარიში ხანძარმა 100 ჰექტარამდე ტერიტორია გაანადგურა რეთიმნო: ხანძრის ჩაქრობის მცდელობამ მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა კიფსელი: ვის ეკუთვნის ცხედარი, რომელიც ჩემოდანში იპოვეს  ნიკეაში საკვებით მოწამვლის 9 შემთხვევა დაფიქსირა ღალაცში 80 წლის კაცის მკვლელობა დადასტურდა - ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მოხუცებული გაგუდეს საბერძნეთი: ემიგრაციაში წასული კვალიფიციური კადრები სამშობლოში ბრუნდებიან კუნძულ სიროსზე მაშველმა მამა და მისი ოთხი მცირეწლოვანი ქალიშვილი გადაარჩინა სალონიკსა და ჰალკიდიკში სასმელი წყლის ხარისხის დასადგენად გამოძიება დაიწყო
ხუთშაბათი, ივლისი 30, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება 115%-ით გაიზარდა

საბერძნეთში სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება 115%-ით გაიზარდა

საბერძნეთის განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ 2025-2026 სასწავლო წლის სტუდენტური საცხოვრებლის სუბსიდიაზე განაცხადების ელექტრონულად წარდგენის ბოლო ვადა 2026 წლის 31 ივლისია. ვადის ამოწურვის შემდეგ ახალი განაცხადების მიღება აღარ იქნება შესაძლებელი.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტუდენტური საცხოვრებლის დაფინანსება 2019 წელთან შედარებით 115%-ით გაიზარდა, რაც სტუდენტებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად. თუ 2019 წელს პროგრამისთვის დაახლოებით 41,8 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, 2026 წელს ეს თანხა 90 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა თავად სუბსიდიის ოდენობაც. 2021-2022 სასწავლო წლიდან დახმარება 1 000 ევროდან 1 500 ევრომდე გაიზარდა, ხოლო ბინის თანადაქირავების შემთხვევაში 2 000 ევრო შეადგინა. 2023-2024 სასწავლო წლიდან კი საბერძნეთის რეგიონულ უნივერსიტეტებში (ატიკისა და სალონიკის გარდა) სტუდენტები იღებენ 2 000 ევროს, ხოლო თანადაქირავების შემთხვევაში – 2 500 ევროს.

განათლების მინისტრმა სოფია ზახარაკიმ განაცხადა, რომ სტუდენტების მხარდაჭერა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, ქვეყანაში საცხოვრებელზე გაზრდილი ხარჯების ფონზე ეს პროგრამა ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლაზე მეტი ყურადღება გაამახვილონ და ფინანსური ტვირთი შეიმსუბუქონ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო აგრძელებს სტუდენტური საცხოვრებლების განვითარებას: მიმდინარეობს არსებული საერთო საცხოვრებლების განახლება და ხორციელდება 735,7 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი, რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 8 600 ახალი სტუდენტური ადგილი შეიქმნება.

განათლების სამინისტრო მოუწოდებს ყველა უფლებამოსილ სტუდენტს, განაცხადი დადგენილ ვადაში შეავსონ და სახელმწიფო მხარდაჭერით ისარგებლონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *