Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიბუნებრივი მოვლენები

ლეზვოს: პლომარიში ხანძარმა 100 ჰექტარამდე ტერიტორია გაანადგურა

ლეზვოს: პლომარიში ხანძარმა 100 ჰექტარამდე ტერიტორია გაანადგურა

საბერძნეთში, კუნძულ ლეზვოსზე, კერძოდ პლომარის რეგიონში გაჩენილმა ხანძარმა ოთხშაბათს, 29 ივლისს 100 ჰექტარამდე მიწის ფართობი დაწვა. 

მიტილინის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო დაცვის ვიცე-მერის, ნიკოს კარასავასის თქმით, დამწვარი ტერიტორიის დაახლოებით 80% ზეთისხილის ბაღებს მოიცავს, ხოლო დარჩენილი 20% ტყისა და ბუჩქნარის ფართობია. დაზიანებული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებია, რის გამოც ფერმერები არა მხოლოდ მცენარეულ საფარს, არამედ მომდევნო წლების მოსავალსაც კარგავენ.

ხანძარმა ასევე დააზიანა ორი მეცხოველეობის ფერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი კერები კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე კვლავ არსებობს ხანძრის ხელახალი გავრცელების საფრთხე. ძლიერმა, ზოგჯერ შტორმის სიმძლავრის ქარმა შეიძლება გადამწვარი ხეებიდან დარჩენილი ნაკვერჩხლები ახალ ადგილებში გადაიტანოს და ახალი კერები გააჩინოს.

მეხანძრეები და ადგილობრივი სამსახურები ტერიტორიაზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა შესაძლო ხელახალი აალება დროულად აღკვეთონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *