Latest news
გერმანია: 2 წლის პონტოელი ბიჭის ცეკვა ინტერნეტს ვირუსულად მოედო კატერინი: სამშენებლო სამსახურის კორუფციული სქემა - დაკავებულია 11 პირი კერამეოსი: „Pizza Fan“-ის თანამშრომლებს ოქტომბრის კუთვნილი ხელფასები სრულად ერიცხებათ იმეილი, რომელმაც სამართალდამცავი ორგანოების ყურადღება მიაპყრო არასამთავრობო ორგანიზაციისკენ ათენის საერთაშორისო აეროპორტში მაღაზიებიდან ქურდობისთვის 22 წლის ქალი დააკავეს პლაკაზე მომხდარი აფეთქება: ბრალდებულებმა დაკითხვაზე აღიარეს, რომ გაზის სუნი იგრძნეს უამინდობის ფენომენი აგნეტა: საბერძნეთი რომელ რეგიონებში შეჩერდება სასწავლო პროცესი არასამთავრობო ორგანიზაციის სკანდალი: შემოწირულობები, პირადი ინტერესებისთვის გახარჯული თანხები და გარ... კატერინის სამშენებლო სამსახურში ჩატარებული სპეც.ოპერაციის შედეგად ქრთამის აღების ფაქტები გამოვლინდა რა გახდა არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზეზი
სამშაბათი, ნოემბერი 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მეხანძრის გულისამაჩუყებელი განცხადება: ჩემი კოლეგები სახლში ვეღარ დაბრუნდებიან

მეხანძრის გულისამაჩუყებელი განცხადება: ჩემი კოლეგები სახლში ვეღარ დაბრუნდებიან

კუნძულ კრეტაზე, რეთიმნოში გაჩენილმა ხანძარმა 2 მეხანძრის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელთა გარდაცვალებასაც სრულიად საბერძნეთი გლოვობს. 

მეხანძრეები, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ხანძრის ჩასაქრობად საკუთარი სიცოცხლე გაწირეს 25 წლის პანდელის დიამანდაკისი და 58 წლის მანოლის სტრატიდაკისი არიან. 

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ ადგილობრივ მედიასთან საუბრისას აპოკორონას საგანგებო სიტუაციების მოხალისეთა ჯგუფის წევრმა ემოციები ვერ დამალა. ცრემლიანი თვალებით მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე დანაკარგია ყველასთვის, ვინც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ფასად ებრძვის ხანძარს.

„ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. ორი ოჯახი ვეღარ დაიბრუნებს უკან მათ შვილებს. საკუთარი თვალით ვნახე ისინი… სიტყვებს ვეღარ ვპოულობ,“ – განაცხადა მოხალისემ.

მისი თქმით, რეგიონში მდგომარეობა უმძიმესია, ხანძარმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ავტომობილები და ცხოველები, ხოლო დაღუპული მეხანძრეების უკან დაბრუნება უკვე შეუძლებელია.

მაშველები და ასობით მოხალისე კვლავ აგრძელებს ხანძრის კერებთან ბრძოლას, თუმცა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, თუ რამდენად დიდ საფრთხეს აწყდებიან ისინი, ვინც სტიქიას პირველ ხაზზე ებრძვიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *