Latest news
ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში არსებობს თუ არა მოზარდებში აგრესიის ზრდის საფრთხე კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს გასულ წლებში მიღებულ კრედიტებს უღიარებენ კალიმარმაროზე დაგეგმილი კონცერტის ფარგლებში მეტრო და ტრამვაი გვიან ღამემდე მოემსახურება მგზავრებს ჩემი შვილი მე ასე ჩაგაბარეთ - აცხადებს დების ტრაგედიაში დაღუპული ფრანჩესკა ბეზას მამა ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს
სამშაბათი, სექტემბერი 15, 2026
საბერძნეთიUncategorized

იყენებდა თუ არა მკვლელი მოკლული ქალის ტელეფონს, რათა დანაშაულის კვალი დაეფარა

იყენებდა თუ არა მკვლელი მოკლული ქალის ტელეფონს, რათა დანაშაულის კვალი დაეფარა

საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოები აგრძელებენ 38 წლის ბრიტანელი ქალის მკვლელობის საქმის გამოძიებას, რომლის ცხედარიც 18 ივლისს ათენში კიფსელზე, მიტოვებულ შენობაში დატოვებულ ჩემოდანში აღმოაჩინეს.

გამოძიება ყურადღებას ამჟამად გარდაცვლილის მობილურ ტელეფონზეა ამახვილებს. პოლიციის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ტელეფონი 15-დან 29 ივლისამდე ათენის ტერიტორიაზე აფიქსირებდა სიგნალს. პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობის შემდეგ მოწყობილობა სავარაუდოდ დამნაშავის ხელში იყო და ახლა დეტალურად სწავლობს მის გადაადგილების მონაცემებს, რათა დაადგინოს, თუ სად გადაადგილდებოდა ეჭვმიტანილი.

გამომძიებლების შეფასებით, მკვლელობა ჩემოდნის საბოლოო ადგილმდებარეობიდან შორს არ მომხდარა. პირიქით, არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დანაშაული კიფსელის მიტოვებული შენობის სიახლოვეს მოხდა. ასევე, პოლიცია მიიჩნევს, რომ მკვლელმა ცხედრიანი ჩემოდანი დანაშაულის ადგილიდან ფეხით გადაიტანა და არა ავტომობილით.

პარალელურად, სამართალდამცავი ორგანოები ცდილობენ დაადგინონ იმ ადამიანების ვინაობა, რომლებსაც გარდაცვლილი „ამერიკელ მეგობრებს“ უწოდებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი თავდაპირველად კერაცინის რაიონში, ბერძენი მეგობრების ოჯახში ცხოვრობდა და მათ უთხრა, რომ 15 ივლისს კიფსელზე გადადიოდა ამერიკელ ნაცნობებთან საცხოვრებლად. მისი ბერძენი მეგობრები უკვე დაკითეს და ამ ეტაპზე მათთან დანაშაულის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

გამოძიების ფარგლებში ასევე მოწმდება შეტყობინებები, რომლებიც ქალის მობილურიდან მისი გაუჩინარების შემდეგ გაიგზავნა. შეტყობინებებში ის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წერდა, რომ „ცოტახნით საკუთარ თავთან მარტო დარჩენა სურდა“. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ეს შეტყობინებები მკვლელმა გაგზავნა, რათა გამოძიება შეცდომაში შეეყვანა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *