Latest news
საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს - მოქალაქეებს სიფრთხილისკენ... 3 აგვისტოს საბერძნეთის სამ რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია  საბავშვო ბაღების ვაუჩერები 2026–2027: როგორ შეავსოთ განაცხადი სწორად  ბრიტანელი ტურისტის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ავღანეთის მოქალაქე დააკავეს ფსათა: ხანძრის ჩაქრობის მცდელობისას 2 ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა ბუნებრივი კატასტროფების შედეგად დაზარალებულებისთვის პირველი კომპენსაციები - პირობები და საჭირო დოკუმ... ჯანდაცვის სამინისტრომ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშრებით ინიციატივა წარადგინა არტეფაქტების ქურდობისთვის მსჯავრდებულებს 5 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ საბერძნეთი: მზიანი ამინდი, ჩრდილოეთის ძლიერი ქარები - რომელ რეგიონებში მიაღწევს ტემპერატურა 37 გრადუ... როდემდე შეუძლიათ მშობლებს საბავშვო ბაღებისთვის ვაუჩერების მისაღებად განცხადებების შეტანა
კვირა, აგვისტო 2, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს – მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს – მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ხანძრის მაღალი საფრთხის მქონე რეგიონებში კვლავ მოქმედებს ტყის ხანძრების პრევენციის სპეციალური გეგმა. გეგმის ფარგლებში იზღუდება ავტომობილების გადაადგილება და მოქალაქეების შესვლა ეროვნულ პარკებში, ტყეებსა და სხვა მაღალი რისკის ზონებში.

სახანძრო სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და მოერიდონ ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შესაძლოა ხანძარი გამოიწვიოს. აკრძალულია მშრალი ბალახისა და ტოტების დაწვა, ნაპერწკლების გამომწვევი ტექნიკის გამოყენება, ღია ცეცხლზე მწვადის მომზადება, მეფუტკრეობაში კვამლის გამოყენება და ანთებული სიგარეტის გადაგდება.

მოქალაქეებს ასევე ურჩევენ რეგულარულად გაეცნონ სახანძრო სამსახურის ოფიციალურ გაფრთხილებებსა და რეკომენდაციებს, ხოლო ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 199-ზე.

სახანძრო სამსახური ყველას მოუწოდებს საგანგებო სიტუაციის დროს მკაცრად დაიცვან კომპეტენტური ორგანოების მითითებები, რათა თავიდან იქნას აცილებული მსხვერპლი და დამატებითი ზიანი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *