Latest news
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ათენში, ვიოტიასა და ევიაზე საბერძნეთი: ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში საბერძნეთი: ძველი ავტომანქანებისთვის შეზღუდვები წესდება ილია: ტრაღანოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირღოსისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია სახელმწიფო ხანძრით დაზარალებულთათვის თვეში 500 ევრომდე დახმარებას გამოყოფს საბერძნეთი: ვრცელდება კადრები ცხოველების გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაციიდან საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს - მოქალაქეებს სიფრთხილისკენ... 3 აგვისტოს საბერძნეთის სამ რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია  საბავშვო ბაღების ვაუჩერები 2026–2027: როგორ შეავსოთ განაცხადი სწორად 
ორშაბათი, აგვისტო 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს

საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს

საბერძნეთის ბანკების ასოციაციაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი ოთხი წევრი ბანკი: Alpha Bank, Eurobank, ეროვნული ბანკი (Εθνική Τράπεζα) და Piraeus Bank ხანძრის შედეგად დაზარალებულებისა და დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერად სპეციალურ ზომებს გაატარებენ.

ბანკები სრულად ჩამოწერენ ამ ოთხი ფინანსური ინსტიტუტის მიმართ არსებულ საცხოვრებელ, სამომხმარებლო და საკრედიტო ბარათების სესხებს იმ მეხანძრეების, ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრებისა და სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირების ოჯახის წევრებისთვის (მშობლები, მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები).

ამასთან, ხუთივე დაღუპულის ოჯახი ერთჯერადად მიიღებს 50 000 ევროს ფინანსურ დახმარებას. ერთჯერადი დახმარების მისაღებად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები უშუალოდ ასოციაციას უნდა დაუკავშირდნენ.

გარდა ამისა, ასოციაციის ყველა წევრმა ბანკმა გადაწყვიტა, რომ ბოლო ხანძრების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესებისათვის ყველა ტიპის სესხის გადახდა 6 თვის ვადით შეაჩეროს. ასევე, იმავე ვადით გადაიდება დავალიანებების იძულებითი ამოღების პროცედურებიც.

აღნიშნული შეღავათები გავრცელდება მხოლოდ იმ მსესხებლებზე, რომლებიც მთავრობის მიერ ოფიციალურად განსაზღვრულ ხანძრით დაზარალებულ ზონებში ცხოვრობენ ან საქმიანობენ. დახმარების მსურველებმა შესაბამისი განცხადებით საკუთარ მომსახურე ბანკს უნდა მიმართონ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *