Latest news
ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ათენში, ვიოტიასა და ევიაზე საბერძნეთი: ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამაში საბერძნეთი: ძველი ავტომანქანებისთვის შეზღუდვები წესდება ილია: ტრაღანოში გაჩენილი ხანძრის შედეგად პირღოსისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია სახელმწიფო ხანძრით დაზარალებულთათვის თვეში 500 ევრომდე დახმარებას გამოყოფს საბერძნეთი: ვრცელდება კადრები ცხოველების გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაციიდან საბერძნეთი: ბანკთა ასოციაცია ხანძრით დაზარალებულთა მხარდასაჭერ ღონისძიებას აანონსებს საბერძნეთში ხანძრის მაღალი საფრთხის გამო განსაკუთრებული ზომები მოქმედებს - მოქალაქეებს სიფრთხილისკენ... 3 აგვისტოს საბერძნეთის სამ რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია  საბავშვო ბაღების ვაუჩერები 2026–2027: როგორ შეავსოთ განაცხადი სწორად 
ორშაბათი, აგვისტო 3, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ვრცელდება კადრები ცხოველების გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაციიდან

საბერძნეთი: ვრცელდება კადრები ცხოველების გადასარჩენად ჩატარებული სამაშველო ოპერაციიდან

ვიოტიასა და ატიკის რეგიონებში მძვინვარე ტყის ხანძრების ფონზე უკვე მესამე დღეა სამაშველო ჯგუფები შინაური და მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად მუშაობენ. ოპერაციებში მონაწილეობენ მუნიციპალური მიუსაფარი ცხოველების ცენტრის (ΔΙΚΕΠΑΖ), Dogs Voice-ისა და ANIMA-ს მაშველები.

მაშველები ამოწმებენ დამწვარ დასახლებებს. ერთ-ერთ ეზოში მათ გადაარჩინეს დიდი ზომის ძაღლი, რომელიც ნახევრად დამწვარი სახლის ეზოში დაბმული იყო მიტოვებული. ღია შეშის ღუმელში ოთხი ახალშობილი, ჯერ კიდევ თვალაუხილავი და გამოფიტული კნუტი იპოვეს. გადარჩენილი ცხოველები სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, რომელიც ვილიას სტადიონზეა მოწყობილი.

სამაშველო ჯგუფებმა ასევე აღმოაჩინეს შინაური ფრინველები, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ ხანძარს, თუმცა საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ დარჩენილნი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მათ ყოველდღიურ მოვლასა და გამოკვებას უზრუნველყოფენ.

ორგანიზაცია Dogs Voice-ის ინფორმაციით, მეღარასა და ვილიას დროებით თავშესაფრებში უკვე 145-ზე მეტი ცხოველია გადაყვანილი, ხოლო ბოლო ოპერაციის დროს კიდევ 12 ძაღლი გადაარჩინეს, სანამ მათი სახლი მთლიანად დაიწვებოდა. როგორც Dogs Voice, ასევე ANIMA მოხალისეებს მოუწოდებენ, ჩაერთონ გადარჩენილი ცხოველების მოვლის პროცესში და შესაძლებლობის შემთხვევაში დროებით შეიფარონ ისინი.

ANIMA-მ ასევე გაავრცელა დამწვარი და დაშავებული კუების ფოტოები, რომლებიც ხანძრისშედეგად მძიმედ დაშავდნენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *