Latest news
ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი ზამთრის დროზე გადაინაცვლებს თეოდოროპულოს: მაზონაკისს მე საერთოდ არ ვიცნობდი, ბოლოს დამირეკეს, რომ პირველადი დახმარება აღმომეჩინა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ლიცენზირებულია კლინიკაში არსებული აპარატურის გამოსაყენებლად - აცხადებს იოანნა... ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გზები და ჩამოინგრა ხიდი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა საბერძნეთი: რამდენად მწვავეა დემოგრაფიული პრობლემა ხრისტოს ხომენიდისმა პოლიტიკაზე ისაუბრა თასოს: პოლიცია 16 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეს იძიებს ანდრეას თეოდოროპულოსი ბრალდებას უარყოფს: გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნ...
პარასკევი, ოქტომბერი 2, 2026
საბერძნეთი

ხანდაზმულ წყვილს ვოლოსში მათი ქალიშვილი სისტემატიურად ძარცვავდა და სცემდა

კვირას ღამით ვოლოსში პოლიციამ მიიღო შეტყობინება მოხუცი წყვილისგან, რომლებიც მათმა 43 წლის ქალიშვილმა უმოწყალოდ სცემა იმის გამო, რომ არ მისცეს თანხა ნარკოტიკის შესაძენად. გარდა ცემისა, ქალი მუდმივად იპარავდა ნივთებს მშობლების სახლიდან და ყიდდა.

ბოლო ქურდობა, რომელიც ნარკომანმა ჩაიდინა, იყო მისი მშობლების ტელევიზორი რომელიც 900 ევრო ღირდა და ჰეროინის შესაძენად 50 ევროდ გაყიდა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს მას ეს თანხა საცვლების და კოღოების საწინააღმდეგო კრემის შესაძენად ჭირდებოდა.

მოხუცების მიერ წარდგენილი საჩივრის მიხედვით, მათი ქალიშვილი სახლში შევიდა და ფულს ითხოვდა, როდესაც უარი მიიღო ყველაფერი დაამტვრია.

როგორც ქალის 80 წლის მამა  ჩვენებაში აღნიშნავს მისი ქალიშვილი სისტემატიურად ძარცვავს მშობლებს, მათ შორის დაპირისპირებას ყოველდღიური ხასიათი აქვს.

„ჩხუბი ყოველდღიურია, 30 ევროს თუ არ მივცემთ, ყველაფერს ამტვრევს, მეზობლები იხედებიან ფანჯრებიდან და აკაკუნებენ ჩვენს კარზე რათა ნახონ, გვჭირდება თუ არა დახმარება.  იძულებული ვარ ფული მივცე, რადგან ხალხის მერიდება.  დაამტვრია სამზარეულო და დედის მობილური, რადგან  გასაყიდად არ მისცა. ის ყველგან ეძებს ფულს და მოკვლით და დაწვით გვემუქრება როდესაც უარს ვეუბნებით თანხაზე”- ამბობს მოხუცი.

დაკავებული ბრალდებული თავის მხრივ ადანაშაულებს მშობლებს, რომ ისინი არიან აუტანელნი, უწოდებენ ავადმყოფს და ეუბნებიან, რომ მალე მოკვდება, რომ ისინი არ ეხმარებიან ავადმყოფობის დროს.

აღნიშნული პიროვნება გუშინ ოჯახური ძალადობის და მუქარის, ასევე  სხეულის დაზიანების, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ქურდობის ბრალდებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

დაკავებული თავის მხრივ ადანაშაულებს მშობლებს, ამბობს, რომ ისინი არიან აუტანელნი, უწოდებენ ავადმყოფს და ეუბნებიან, რომ მალე მოკვდება და აქვე პირობა დადო, რომ სახლიდან წავა, მუშაობას დაიწყებს და მშობლებს აღარ შეაწუხებს.

მას მიესაჯა ჯამური თავისუფლების აღკვეთა 9 თვით ვადამდე გათავისუფლების გარეშე.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *