Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიUncategorized

საბერძნეთი: 55 წლის კაცი გარდაცვლილი მამის ცხედარს წლების განმავლობაში საყინულეში მალავდა

საბერძნეთი: 55 წლის კაცი გარდაცვლილი მამის ცხედარს წლების განმავლობაში საყინულეში მალავდა

საბერძნეთის ქალაქ მისტრაში 55 წლის მამაკაცი რამდენიმე წლის განმავლობაში გარდაცვლილი 90 წლის მამის ცხედარს სასტუმროს საყინულეში მალავდა, რათა მისი პენსიის მიღება გაეგრძელებინა.

გამოძიების ინფორმაციით, ცხედარი იმ სასტუმროში ინახებოდა, რომელიც მისტრას შესასვლელში მდებარეობს, თუმცა დიდი ხანია დაკეტილი და იზოლირებულია. ადგილობრივების თქმით, მამაკაცს ტერიტორია უსაფრთხოების კამერებით, ჯაჭვებითა და გამაფრთხილებელი ნიშნებით ჰქონდა დაცული და შენობაში არავის უშვებდა, მათ შორის არც ელექტროენერგიის კომპანიის ტექნიკურ თანამშრომლებს.

მეზობლების განცხადებით, მოხუცი დაახლოებით ხუთი წლის განმავლობაში არავის უნახავს, თუმცა ეს მის დემენციას დაუკავშირეს და ეჭვი არ გასჩენიათ.

დაკავების შემდეგ 55 წლის კაცმა აღიარა, რომ მამა დაახლოებით ორნახევარი წლის წინ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალება არ დაარეგისტრირა და ცხედარი საყინულეში დამალა, რათა პენსიის მიღება გაეგრძელებინა. მისივე თქმით, ის ასევე იღებდა გარდაცვლილი დედის პენსიასაც, რომლის კანონიერ ბენეფიციარს მამა წარმოადგენდა.

თავდაპირველად ბრალდებული პოლიციას არწმუნებდა, რომ მამა ათენში ცხოვრობდა, თუმცა ამ ვერსიის გადამოწმებისას გაირკვა, რომ მის დას, რომელიც დედაქალაქში ცხოვრობს, მამა წლების განმავლობაში არ უნახავს. ბრალდებულის დასთან საუბრის შემდეგ ჩატარდა სასტუმროს ჩხრეკა, რის შედეგადაც სასტუმროში ცხედარი აღმოაჩინეს და ბრალდებული დააკავეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *