Latest news
ფაკულტეტები, რომლებზეც 2026 წლის მონაცემებით მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა შესაძლოა თუ არა ფილმი გახდეს კუნძულებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების ტურისტებით გადატვირთვის მიზეზი საბერძეთი: არსებობს თუ არა დედაქალაქში საცობების აღმოფხვრის შესაძლებლობა დღეს საბავშვო ბაღების ვაუჩერების მისაღებად განცხადების შეტანის ბოლო დღეა ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს დაკითხავენ საბერძნეთი: სმენის პრობლემების მქონე პირები 391 ევროიან დახმარებას მიიღებენ საბერძნეთი: 55 წლის კაცი გარდაცვლილი მამის ცხედარს წლების განმავლობაში საყინულეში მალავდა იონიის ზღვაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იშვიათი გერმანული სამხედრო ხომალდი აღმოაჩინეს დღეიდან პროგრამა “ტურზმი ყველასთვის” იწყება ონასისის ფონდი 2026-2027 სასწავლო წლისთვის 112 სტიპენდიას გასცემს
ოთხშაბათი, აგვისტო 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ფაკულტეტები, რომლებზეც 2026 წლის მონაცემებით მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა

ფაკულტეტები, რომლებზეც 2026 წლის მონაცემებით მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა

საბერძნეთში 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ აბიტურიენტების არჩევანი სულ უფრო მეტად უკავშირდება შრომის ბაზრის მოთხოვნებს.

წლევანდელი მოთხოვნის ყველაზე დიდი ზრდა პოლიტექნიკურ (საინჟინრო) ფაკულტეტებზე დაფიქსირდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა ელექტროინჟინერიის, მექანიკის, კომპიუტერული ინჟინერიის, ენერგეტიკისა და არქიტექტურის მიმართულებებზე. ასევე, ტრადიციულად მაღალი კონკურენცია შენარჩუნდა სამედიცინო, სტომატოლოგიურ, ფარმაციისა და სხვა ჯანდაცვის სპეციალობებზე.

სტაბილურად იზრდება ინტერესი ინფორმატიკის ფაკულტეტების მიმართ, რაც ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას უკავშირდება.

მეორე მხრივ, ქულების შემცირება დაფიქსირდა ეკონომიკის, ჰუმანიტარული და ზოგიერთი რეგიონული უნივერსიტეტის პროგრამებზე, სადაც მოთხოვნა შედარებით დაბალია.

წელს პირველად ბოლო წლებში სრულად შეივსო სამხედრო სასწავლებლების ყველა ადგილი, რაც სამუშაოს სტაბილურობითა და გაუმჯობესებული ფინანსური პირობებით აიხსნება.

ექსპერტების შეფასებით, 2026 წლის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად ირჩევენ იმ პროფესიებს, რომლებიც მათ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უკეთეს პერსპექტივას სთავაზობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *