Latest news
საბერძნეთის "მწვანე პოლიტიკა" ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება საბერძნეთს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 21 ობიექტი აქვს  როდემდე შეძლებენ საბერძნეთის მოქალაქეები დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაციას დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე
ოთხშაბათი, აგვისტო 19, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის “მწვანე პოლიტიკა” ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება

საბერძნეთის “მწვანე პოლიტიკა” ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად პატარა კუნძულებიდან დაიწყება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კუნძულ აღათონისზე მოძრავი ავტომანქანები სრულად ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდნენ. გეგმა ითვალისწინებს კუნძულის მუდმივი მცხოვრებლებისა და მუნიციპალიტეტის ძველი ავტომობილების ელექტრომობილებით უფასოდ ჩანაცვლებას, ასევე დამტენი ინფრასტრუქტურის შექმნას.

პრემიერის განცხადების თანახმად, პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის ელექტრომობილებზე გადასვლა ფინანსური ტვირთის გარეშე გახდეს შესაძლებელი. მისი თქმით, წარმატებისთვის აუცილებელია საიმედო დამტენი ქსელისა და შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურის განვითარება.

მთავრობის შეფასებით, მცირე კუნძულები იდეალური გარემოა ელექტრომობილების გამოყენებისთვის, რადგან გადაადგილების მანძილი მცირეა და თანამედროვე ელექტრომობილების სავალი მარაგი ადგილობრივ საჭიროებებს სრულად აკმაყოფილებს. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, ის შესაძლოა სხვა მცირე ბერძნული კუნძულებისთვისაც სამაგალითო მოდელი გახდეს.

კირიაკოს მიცოტაკისმა აღათონისში ვიზიტისას ასევე განაცხადა, რომ იგეგმება კუნძულის პორტის მოდერნიზაცია, ტელემედიცინის სერვისების განვითარება, განათლების მხარდაჭერა და ახალი ეკონომიკური თუ საცხოვრებელი პროგრამების შემუშავება, რათა სასაზღვრო კუნძულებზე მეტი ოჯახი დასახლდეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *