Latest news
საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს ნევროკოპი: საბერძნეთის ყველაზე ცივი რეგიონი, სადაც აგვისტოშიც კი ტემპერატურა 8,8 გრადუსს არ სცდება საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა საგზაო მოძრაობის კოდექსი: სიახლეები ჯარიმების, მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და ახალბედა მძღოლებისთვ... სალონიკი შობისთვის ემზადება: შუშის ჭაღები, 56 ხის სახლი და გრანდიოზული კონცერტები
სამშაბათი, ნოემბერი 24, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

მიიღებენ თუ არა დახმარებას ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები

მიიღებენ თუ არა დახმარებას ხანძრის შედეგად დაზარალებული პირები

დასავლეთ ატიკაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს 10 აგვისტოდან, კომპენსაციის მისაღებად განცხადებების შეტანას შეძლებენ. განცხადებების მიღება მანდრა-იდილიისა და მეღარას მუნიციპალიტეტების მერიებში იქნება შესაძლებელი.

დახმარება მოიცავს 600 ევროს პირველადი საჭიროებების დასაფარად, ასევე 6 000 ევრომდე კომპენსაციას სახლის შეკეთებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. დამატებითი დახმარება გათვალისწინებულია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, შშმ პირებისა და ხანძრის შედეგად მუდმივი ფიზიკური დაზიანების მქონე მოქალაქეებისთვის.

მთავრობის განცხადებით, ბენეფიციარებისთვის თანხების ჩარიცხვა განაცხადის პროცედურების დასრულებიდან დაახლოებით 10 დღეში იგეგმება.

პორტო ღერმენოში დასრულებული ინსპექტირების შედეგად 79 სახლი „წითელ“, 56 „ყვითელ“ და 57 „მწვანე“ კატეგორიად შეფასდა.

მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ დაზიანებული საცხოვრებლების შეკეთებისა და ხელახლა აშენების ხარჯებს სახელმწიფო 100%-ით დააფინანსებს. სახელმწიფო ასევე დაფარავს შესაბამისი სამშენებლო ნებართვის ხარჯებს.

პორტო ღერმენოში დასანგრევი სახლების შემთხვევაში კი დემონტაჟის ხარჯსაც სახელმწიფო აიღებს, რათა დაზარალებულ მოქალაქეებს დამატებითი ფინანსური ტვირთი არ დააწვეს.

კომპენსაციის მისაღებად საჭიროა პირადობის მოწმობა, ბოლო საგადასახადო დეკლარაცია (E1), უძრავი ქონების დეკლარაცია (E9), ინსპექტირების დოკუმენტი, ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი და საბანკო ანგარიშის IBAN. საცხოვრებლის თანასაკუთრებაში ყოფნის შემთხვევაში დამატებით საჭიროა შესაბამისი თანხმობა ან მინდობილობა თანამესაკუთრეებისგან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *