Latest news
კეფალონია: უნიკალური ტრადიცია, რომელიც ყოველ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მეორდება რატომ უწოდებენ 15 აგვისტოს ზაფხულის აღდგომას კარდიცა: 17 წლის ბიჭს მომღერალი ღიორღოს ციტოღლუს მკვლელობისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა კალოხორი: დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელსაც ქვეყანაში არალეგალურად მყოფი 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე გადა... ლეფკადა: არასრულწლოვანმა დანიელ ტურისტს 12 000 ევროს ღირებულების ბეჭედი მოპარა Marfin-ის საქმეში ერთ-ერთ ბრალდებულს დღეს დაკითხავენ კალითეა: ძველი სანაპირო გზა გაიხსნა - ხიდის მშენებლობა დასრულებულია რომელია საბერძნეთის ყველაზე ძვირადღირებული უბანი ციფრული სუვერენიტეტის მნიშვნელობა სახელმწიფოებისთვის საბერძნეთი: რა ხერხებს მიმართავენ პატარა ქალაქები და სოფლები დემოგრაფიული პრობლემის აღმოსაფხვრელად
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

კეფალონია: უნიკალური ტრადიცია, რომელიც ყოველ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მეორდება

კეფალონია: უნიკალური ტრადიცია, რომელიც ყოველ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მეორდება

კეფალონიის კუნძულზე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ, წელსაც გამოჩნდნენ ე.წ. „ღვთისმშობლის გველები“, რომლებიც კუნძულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადგილობრივ ტრადიციას უკავშირდება.

პირველი გველები სოფელ მარკოპულოსა და არღინიაში რამდენიმე დღით ადრე დააფიქსირეს. ამ დროისთვის სულ სამი გველია ნაპოვნი. ერთი მარკოპულოს ღვთისმშობლის ტაძარში და ორი არღინიაში.

ადგილობრივი გადმოცემის მიხედვით, პატარა გველები ყოველწლიურად 6-დან 16 აგვისტომდე ჩნდებიან ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების მიმდებარედ. მორწმუნეები მათ განსაკუთრებულ ნიშნად და კარგ წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ. ტრადიციის თანახმად, გველებთან შეხება უსაფრთხოა, შესაბამისად მომლოცველები მათ ხელში აყვანასაც არ ერიდებიან.

„ღვთისმშობლის გველი“ მეცნიერულად ცნობილია სახელწოდებით Telescopus fallax. ეს სახეობა საბერძნეთში, ბალკანეთში, მცირე აზიასა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთშია გავრცელებული.

ის ძირითადად ღამის საათებში აქტიურობს და ადამიანისთვის საშიშად არ ითვლება. მისი შხამი სუსტია და ძირითადად მცირე ზომის ხვლიკებსა და მღრღნელებზე მოქმედებს.

ჰერპეტოლოგების შეფასებით, გველების აგვისტოში სეზონური გამოჩენა მათი ბუნებრივი კვებისა და გამრავლების ჩვევებს უკავშირდება და არა ზებუნებრივ მოვლენას.

მიუხედავად ამისა, „ღვთისმშობლის გველები“ კეფალონიის კულტურული და რელიგიური ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ყოველწლიურად ათასობით მნახველს იზიდავს. აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას მათი გამოჩენა ოფიციალურად სასწაულად არ გამოუცხადებია.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *