Latest news
სალონიკი: პოლიციელის ემოციური განცხადება, რომელმაც მიტოვებული ბავშვები გადაარჩინა დეკემბრიდან MyHealth აპლიკაციაში ციფრული ასისტენტი ამოქმედდება 25 ნოემბერი: რა განრიგით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი საბერძნეთში 2026 წლის საშობაო სუფრისთვის საჭირო პროდუქტების ფასმა 18%-ით მოიმატა როგორ იმუშავებენ სკოლები საყოველთაო გაფიცვის ფარგლებში მძღოლები ავტომანქანების გარბენის დამალვას ვეღარ შეძლებენ პატრა ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიცენტრში მოექცა სალონიკი: პოლიციამ ბინაში ჩაკეტილი 2 მცირეწლოვანი ბავშვი ანტისანიტარიულ მდგომარეობაში იპოვეს საბერძნეთის პოლიცია 28 მილიონიანი საგადასახადო თაღლითობის საქმეს იძიებს ბულინგის მსხვერპლი 14 წლის მოზარდი თანაკლასელებზე შურისძიების მიზნით იარაღის შეძენის ფაქტზე დააკავეს
ოთხშაბათი, ნოემბერი 25, 2026
საბერძნეთიდღესასწაულები

სუროტი: მორწმუნეთა რიგები წმინდა პაისის მიძინების 32 წლისთავზე

სუროტი: მორწმუნეთა რიგები წმინდა პაისის მიძინების 32 წლისთავზე

წმინდა პაისი ათონელის გარდაცვალების 32-ე წლისთავთან დაკავშირებით, შაბათის დილიდან მოყოლებული, საბერძნეთიდან და საზღვარგარეთიდან ათასობით მორწმუნე მივიდა სუროტის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში, რათა თაყვანი ეცათ მისი განსასვენებლისთვის და მის მოსახსენებლად სანთელი აენთოთ.

ორდღიანი მოლოცვის განმავლობაში ასობით მეტრზე გადაჭიმული რიგები დგება, ლოდინის საშუალო ხანგრძლივობა კი ორ საათს აღწევს.

ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ადგილზე მუშაობენ მოხალისეები, რომლებიც მომლოცველებს მიმართლებას აძლევენ.

წმინდა პაისი ათონელი დაიბადა 1924 წლის 25 ივლისს, კაპადოკიის ფარასაში, ხოლო გარდაიცვალა სალონიკის სუროტის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში; იგი ცნობილი თავისი სამონაზვნო ცხოვრებითა და მოღვაწეობით გახდა. 2015 წლის 13 იანვარს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ ის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანად შერაცხა; მისი ხსენების დღე 12 ივლისს, მისი გარდაცვალების დღეს აღინიშნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *