Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს

პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს

საბერძნეთში შშმ პირებისთვის მოქმედი „პირადი დამხმარის“ პროგრამა მუდმივ სახელმწიფო სერვისად იქცა და სრულიად ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად თვეში 416-დან 1 939 ევრომდე დახმარება ექნებათ.

მოქმედ ბენეფიციარებს 2026 წლის ბოლომდე ჩაერიცხებათ ზემოთ აღნიშნული თანხა. ვინც 2026 წლის 30 ივნისამდე პირადი დახმარება მინიმუმ 60 დღის განმავლობაში მიიღო და 5 000-მდე მოსახლეობის მქონე მთიან ან კუნძულოვან მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა, პროგრამაში 31 დეკემბრამდე ავტომატურად დარჩება. 2027 წლიდან გაგრძელებისთვის მათ მხოლოდ თანხმობის დეკლარაციის წარდგენა დასჭირდებათ და ხელახალი შეფასება აღარ იქნება საჭირო.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-დან 67 წლამდე ასაკის პირებს, რომლებსაც აქვთ ფიზიკური, ინტელექტუალური, განვითარების, სენსორული ან ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობა და საბერძნეთში კანონიერად და მუდმივად ცხოვრობენ. ძირითადი მოთხოვნაა შეზღუდული შესაძლებლობის მინიმუმ 67%-იანი მაჩვენებელი ან მუდმივი მდგომარეობაა, რომელიც სხვა ადამიანის დახმარებას საჭიროებს. გარკვეულ შემთხვევებში პროგრამაში 75 წლამდე პირებიც შეიძლება ჩაერთონ.

2027 წლის 1 იანვრიდან დახმარების მაქსიმალური ოდენობა საჭიროების მიხედვით იქნება განსაზღვრული:

  • მცირე საჭიროება – 416 ევრო თვეში;
  • საშუალო საჭიროება  – 831 ევრო;
  • მაღალი საჭიროება  – 1 352 ევრო;
  • სრული და მუდმივი დამოკიდებულება – 939 ევრო.

ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ერთიდან ოთხამდე პირადი დამხმარე ან თანაცხოვრების შემთხვევაში ერთი დამხმარე. პირადი დამხმარის საათობრივი ანაზღაურება 6-7 ევრო იქნება, ხოლო თანაცხოვრების შემთხვევაში – 1 200 ევრო თვეში, დამატებით ბენეფიციარი მიიღებს 250 ევროს.

ახალ ბენეფიციარებს განაცხადის შეტანა ციფრულად შეეძლებათ, ხოლო შერჩევა ოჯახის შემადგენლობის, შემოსავლისა და შეზღუდული შესაძლებლობის თავისებურებების მიხედვით მოხდება. დამატებით ქულებს მიიღებენ ისინი, ვინც სწავლობენ ან მუშაობენ.

პროგრამა 2027 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური შეღავათებისა და სოციალური სოლიდარობის ორგანიზაციის (ΟΠΕΚΑ) მიერ განხორციელდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *