Latest news
88 წლის მორბენალი: ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს ვუძღვნი მარათონის შედეგებს პატრას უნივერსიტეტში 400-მა ჩარიცხულმა სტუდენტმა რეგისტრაცია არ გაიარა საბერძნეთი: როდის გადავწევთ საათს ზამთრის დროზე AUTO ATHINA 2026: საბერძეთი ყველაზე მასშტაბური ავტომანქანების გამოფენას მართავს ანნა ვისის კონცერტის მსმენელებს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში ემსახურებოდა ვინ არიან ადამიანები, რომელთა სიცოცხლეც პლაკაზე მომხდარმა აფეთქებამ იმსხვერპლა 26 სექტემბერს ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ანნა ვისის გრანდიოზული კონცერტი გაიმართა  ნავპლიო: პალამიდის ციხესიმაგრიდან ხანდაზმული ტურისტის ჩამოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩარევა გახდა... მაზონაკისის გარდაცვალების დღეს ექიმებმა დეფიბრილატორთან დაკავშირებით ზარი განახორციელეს იოანნის კაპოდისტრიას მკვლელობიდან 195 წელი გავიდა
სამშაბათი, სექტემბერი 29, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ეტაპები, რომლებსაც ორგანიზმი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ გადის

ეტაპები, რომლებსაც ორგანიზმი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ გადის

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი აღარ არის ის ქვეყანა, სადაც მოწევა დაშვებული იყო თვითმფრინავებში, გემებზე, საავადმყოფოებსა და დახურულ სივრცეებში, ქვეყანაში მაინც მყარად არის ფესვგადგმული თამბაქოს მოწევის კულტურა და ამაზე მწეველთა რაოდენობაც მიუთითებს. 10-დან თითქმის 4 ბერძენი მოიხმარს ან თამბაქოს, ან ელექტრონულ სიგარეტს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თამბაქოს საწინააღმდეგო დღე იყო, რომლის ფარგლებშიც მწეველებმა ჩვევის უკუჩვენებებზე ისაუბრეს და ხაზგასმით აღნიშნეს დამოკიდებულების გავლენა ჯანმრთელობაზე და მათი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ როდესაც ადამიანი მოწევას თავს ანებებს ცვლილებები ხდება არა მხოლოდ პირველ რამდენიმე წელიწადში, არამედ პირველ დღეებში, საათებსა და წუთებშიც კი.

სიგარეტისთვის თავის დანებება რთულია, მაგრამ თუ ამას შეძლებთ, მაშინ დრო სიგარეტის კვამლის გარეშე, ფილტვებს საშუალებას მისცემს მიიღოს სუფთა ჰაერი, რაც მისთვის აუცილებელია დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად. თეორიულად, რაც უფრო ადრე მიატოვებს ადამიანი მოწევას, მით უფრო მეტი დრო აქვს სხეულს გასაჯანსაღებლად.

ადამიანის სხეული საოცარი რამაა. ბოლო სიგარეტიდან სულ რაღაც 20 წუთის შემდეგ, იგი იწყებს რეგენერაციის პროცესს. გულისცემა და არტერიული წნევა სტაბილურდება, მათზე ნიკოტინის ზემოქმედების მოხსნის შემდეგ.

მოწევისთვის თავის დანებებიდან 1 კვირის შემდეგ სავსებით ნორმალურია მუდმივად სიგარეტის მოწევაზე ფიქრი – ახლა, ეს მხოლოდ ფიქრებია, გაქრა ფიზიკური ლტოლვა ნიკოტინის მიმართ. ორგანიზმი შეეჩვია თამბაქოს ბიოლოგიურ შემცვლელს. ამ პერიოდში ბევრ მწეველს აქვს ხველა, მაგრამ ეს ნორმალურია, ასე ცდილობენ ფილტვები გაწმენდას.

2 თვის თავზე გულის შეტევის რისკი იკლებს. გაუმჯობესდება ფილტვის ფუნქცია, რაც გაგიმარტივებთ კიბეებზე ასვლას და არ დაიღლებით ადვილად ფიზიკური აქტივობისას.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *