Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ორიგინალური საქორწინო წინადადება ფრენის დროს სალონიკი-როდოსის ავიარეისზე

დღეს, შუადღისას, ავიარეისზე სალონიკი- როდოსი ფრენისას მგზავრები არაჩვეულებრივი და გულისამაჩუყებელი შემთხვევის მომსწრე გახდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცმა საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნის ორიგინალური გზა იპოვა, სანამ ისინი “ჰაერში” იყვნენ და სალონიკიდან როდოსში მიფრინავდნენ ახალგაზრდამ პარტნიორს ცოლობა სთხოვა.

ფრენის დროს მოულოდნელად  გაკეთებულმა ქორწინების წინადადებამ თვითმფრინავის ეკიპაჟსა და მგზავრებს შორის დადებითი ემოციები გამოიწვია.

უფრო კონკრეტულად, როდესაც თვითმფრინავი ეგეოსის თავზე მიფრინავდა ბორტგამცილებელმა მიკროფონით გამოაცხადა, რომ მამაკაცი, რომელიც ამ რეისზე იმყოფებოდა საყვარელ ქალს მასზე დაქორწინებას სთხოვდა!

გაკვირვებული ახალგაზრდა ქალის პასუხი  იყო მყისიერი და დადებითი, აღფრთოვანებულმა  მგზავრებმა „დიახ“-ის გაგონებაზე აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს წყვილი,  მათი მოგზაურობა კი  სასიამოვნო მოგონებად იქცა, რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *