კიფსელი: გარდაცვლილი ჩვილის საქმეში ბრალდებულები სასამართლოში მიიყვანეს
კიფსელი: გარდაცვლილი ჩვილის საქმეში ბრალდებულები სასამართლოში მიიყვანეს
ათენის ეველპიდონის სასამართლოში ჩვილის 44 წლის მამა, 37 წლის დედა და 26 წლის ავღანეთის მოქალაქე მიიყვანეს, რათა გამომძიებელი მოსამართლის წინაშე ჩვენება მიეცათ კიფსელზე გარდაცვლილი რვა თვის ჩვილის საქმეზე.
მშობლებს საკუთარი შვილის მკვლელობაში ედებათ ბრალი. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილი ჩვილის ცხედარს მშობლები საყინულეში ინახავდნენ.
ამასთან, 26 წლის ავღანეთის მოქალაქეს ბრალი ოჯახის 15 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებებისთვისაც აქვს წარდგენილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არასრულწლოვანი ორსულადაა.
სამივე ბრალდებული უკვე პატიმრობაში იმყოფება ნარკოტიკების სავარაუდო შეძენა/გაყიდვა/მოხმარების ბრალდებით.
გამომძიებელ მოსამართლესთან დაკითხვისას ბრალდებულებმა პასუხი უნდა გასცენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებულ კითხვებს. ექსპერტიზის მიხედვით, ჩვილს ზურგის არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ასევე დაფიქსირდა სიცოცხლისდროინდელი ტრავმები, რაც მიუთითებს, რომ ბავშვი სიცოცხლეში სასტიკად სცემეს.
