Latest news
ზეფირი: ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 2 მეხანძრის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი 34 წლის ქალსა და მი... ათენის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი აჯანყების 53-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ჭიშკარი გაიხს... მიგრანტთა დაბრუნების ცენტრები: ორშაბათს გამოცხადდება ევროკავშირის პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ... „ბავშვის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი მისი მეტაბოლიზმი გახდა“ - აცხადებენ პატიმრობაში მყოფი 4 თვის... დაღუპულ მეხანძრეებს კოლეგებმა წუთიერი დუმილითა და თეთრი ყვავილებით მიაგეს პატივი პოლიტექნიკური უნივერსიტეტი: რატომ მიიღეს უნივერსიტეტის შენობის დაკეტვის გადაწყვეტილება სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდის გეგმას მუნიციპალიტეტების მერები აპროტესტებენ პოლიცია პოლიტექნიკური უნივერსიტეტის აჯანყების წლისთავისთვის გაძლიერებულ მზადყოფნაშია საბერძნეთის სურსათისა და მედიკამენტების ეროვნული ორგანიზაციის თანამშრომელი: „აღმოჩენილი პრეპარატები ... პატრა: ოთხი თვის ჩვილის მშობლებს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედებათ ბრალი
ორშაბათი, ნოემბერი 16, 2026
საბერძნეთიშოუბიზნესი

სპეციალისტები პლაზმოფერეზსა და პროცედურასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ

სპეციალისტები პლაზმოფერეზსა და პროცედურასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ

ბერძენი მომღერლის გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ პლაზმოფერეზის პროცედურის შესახებ ორი ექიმის ჩვენება მიიღო. სპეციალისტების განცხადებით, პლაზმოფერეზი კონკრეტული ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება და მხოლოდ საავადმყოფოში უნდა ჩატარდეს.

ათენის კაპოდისტრიას სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორის განმარტებით, პროცედურა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მათ შორის შესაძლებელია ჰემოდინამიკური არასტაბილურობა და ელექტროლიტების დარღვევები, რაც დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობისა და გამოცდილი პერსონალის არსებობა.

„ევანგელიზმოსის“ ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ თავად პროცედურა ტექნიკურად რთული არ არის, თუმცა მისი ჩატარებისთვის აუცილებელია სპეციალური აპარატურის გამოყენების ცოდნა, შესაბამისი მომზადება და ექიმის ზედამხედველობა. მოწყობილობები კი, მისი თქმით, სერტიფიცირებული უნდა იყოს.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს ორი ექიმი: ილიას თეოდოროპულოსი და იოანა ღაკა. პოლიცია იკვლევს, რა მოხდა მომღერლის მდგომარეობის გაუარესებამდე, ჩატარდა თუ არა პლაზმოფერეზი, რა დროს დაიწყო პროცედურა და რამდენად კანონიერად და სათანადოდ გამოიყენებოდა შესაბამისი აპარატურა.

საქმისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს 11 სექტემბერს დაგეგმილ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას ოჯახის მიერ დანიშნული ტექნიკური მრჩეველიც დაესწრება. საბოლოო დასკვნამ შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს იმის დადგენაში, არსებობდა თუ არა კავშირი ჩატარებულ სამედიცინო მოქმედებებსა და გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალებას შორის.

ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და გარდაცვალების მიზეზსა და შესაძლო პასუხისმგებლობაზე საბოლოო დასკვნა ჯერ არ არსებობს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *