Latest news
მაზონაკისის საქმეთსან დაკავშირებით გამოძიებამ 4 მნიშვნელოვანი ცდომილება გამოავლინა რატომ ეძებდნენ ექიმები AI-ის ჩატბოტში გიორგოს მაზონაკისის გადარჩენის გზებს გიორგოს მაზანაკისს ორი ადრენალინის ინექცია გაუკეთეს  დაფნი: საბავშვო ბაღში საკვებში ძმრის ნაცვლად ჭურჭლის სარეცხი საშუალება ჩაასხეს საბერძნეთი: ახალი სასწავლო წელი დაიწყო  ვინ არის პირველი ბერძენი ასტრონავტი NASA-ში შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს პასუხი გასცეს პაციენტების შეკითხვებს ოპერაციის შემდეგ ათენში სასკოლო ავტობუსებს მკაცრ კონტროლს ატარებენ საბერძნეთი: რატომ იფიცებიან მასწავლებლები სპეციალისტები პლაზმოფერეზსა და პროცედურასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობენ
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რატომ ეძებდნენ ექიმები AI-ის ჩატბოტში გიორგოს მაზონაკისის გადარჩენის გზებს

რატომ ეძებდნენ ექიმები AI-ის ჩატბოტში გიორგოს მაზონაკისის გადარჩენის გზებს

ბერძენი მომღერლის გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ახალი და მძიმე დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ექიმების კაბინეტიდან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლისას არაერთი საყურადღებო ციფრული კვალი აღმოაჩინეს.

გამოძიების ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღმოჩენად მიიჩნევა ექიმის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილი, მანამდე წაშლილი ფოტო, რომელზეც პაციენტი პლაზმოფერეზის აპარატზე დაწოლილი ჩანს. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ზუსტად როდის არის ფოტო გადაღებული და უკავშირდება თუ არა ის მომღერლის გარდაცვალების დღეს.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კომპიუტერიდან ამოღებული მონაცემებიც. გავრცელებული ინფორმაციით, იმ პერიოდში, როდესაც მაზანაკისი ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფებოდა და გადაუდებელი მდგომარეობა ვითარდებოდა, კომპიუტერიდან განხორციელდა ძიება იმის შესახებ, როგორ შეიძლება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება ან მისი რეანიმაცია. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ძიება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდა.

ახლა სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, ვინ ცდილობდა ინტერნეტის გამოყენებით პაციენტის გადარჩენის გზების პოვნას, ზუსტად რომელ საათზე მოიძებნა აღნიშნული ინფორმაცია, რა კითხვა დაისვა AI სისტემაში და რა პასუხი მიიღო მომხმარებელმა.

გამოძიების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ექიმის კაბინეტის ელექტრონულ კალენდარს უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სისტემიდან წაშლილია მომღერლის ვიზიტებთან დაკავშირებული ჩანაწერები.

გამომძიებლების ყურადღებას განსაკუთრებით ის გარემოება იქცევს, რომ მთლიანად კალენდარი არ წაშლილა. წაშლილი ჩანაწერები კონკრეტულად მომღერლის შეხვედრებს ეხებოდა. ახლა ცდილობენ აღადგინონ მონაცემები და დაადგინონ, როდის ჰქონდა მას კლინიკაში ვიზიტები და როდის განხორციელდა ჩანაწერების წაშლა.

ამასთან, კამერების ჩანაწერების მიხედვით, მაზონაკისი კლინიკაში 13:00 საათის შემდეგ შევიდა, რაც განსხვავდება ექიმების თავდაპირველი ვერსიისგან.

სამართალდამცველებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება შესაძლოა თავად პლაზმოფერეზის აპარატის ელექტრონულმა მონაცემებმაც გახდეს. სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, როდის ჩაირთო და როდის შეწყდა აპარატის მუშაობა, რათა მომხდარის ზუსტი ქრონოლოგია აღადგინონ.

ამ მონაცემებს გამომძიებლები შეადარებენ კამერების ჩანაწერებს, მოწმეების ჩვენებებსა და სხვა ციფრულ მტკიცებულებებს.

გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ექიმების კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, მყარი დისკები, სხვა ციფრული მატარებლები, დოკუმენტები და სამედიცინო პრეპარატები. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამოღებულია კლინიკის მდივნების მობილური ტელეფონებიც.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *