Latest news
ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ ტების ტრაგედიის სასამართლო პროცესზე გადარჩენილმა მგზავრება ჩვენება მისცეს ათენი-სალონიკის ავტომაგისტრალზე ხანგრძლივი საგზაო შეზღუდვები დაწესდება თივას ცენტრში ინდოეთის მოქალაქე სასტიკად სცემეს საბერძნეთი: ცვლილებები სანომრე ნიშნების სისტემაში ავტომანქანები, რომლებიც ქურდების დიდ ყურადღებას იპყრობენ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლები საორგანიზაციო კომიტეტმა შეარჩია კლინიკაში, რომელშიც გიორგოს მაზონაკისი გარდაიცვალა, ვიზიტის ფასები 300 ევროდან 10 000 ევრომდე მერყეო... მაზონაკისის საქმეთსან დაკავშირებით გამოძიებამ 4 მნიშვნელოვანი ცდომილება გამოავლინა რატომ ეძებდნენ ექიმები AI-ის ჩატბოტში გიორგოს მაზონაკისის გადარჩენის გზებს
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
საბერძნეთიმსოფლიო

ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ

ამალ კლუნი: არ უნდა დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც სოც.მედიაში ვისმენთ, ან ვკითხულობთ

ათენში, ზევსის ტაძართან, იუნესკოს კეთილი ნების ელჩების შეხვედრაზე ხელოვნური ინტელექტისა და კულტურის გავლენაზე ისაუბრეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ამალ კლუნი იყო.

კლუნიმ ყურადღება გაამახვილა „დიფფეიქების“ (Deepfake) მზარდ საფრთხეზე. ტექნოლოგიაზე, რომელსაც შეუძლია რეალისტური, მაგრამ ყალბი ვიდეოებისა და აუდიოჩანაწერების შექმნა. მისი თქმით, პრობლემა უკვე მხოლოდ ცრუ ინფორმაციის გავრცელება აღარ არის: საზოგადოებას შესაძლოა გაუჭირდეს იმის გარჩევა, რა არის რეალური და რა ხელოვნურად შექმნილი: „ჩვენ უკვე ვიცით, რომ ყველაფერს რასაც ვკითხულობთ არ უნდა ვენდოთ. თუმცა ახლა უკვე ვეღარ ვენდობით იმასაც, რასაც ვისმენთ და ვხედავთ“.

მან მაგალითად საკუთარი ოჯახური გამოცდილებაც მოიყვანა: როდესაც მისი ცხრა წლის შვილის მეგობარს ძაღლის ვიდეო აჩვენა, ბავშვის პირველი კითხვა იყო: „ეს ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი?“

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი დადებითი როლის შესრულება შეუძლია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. მაგალითად, ძველი ხელნაწერების გაშიფვრაში, არქეოლოგიური ძეგლების შესწავლასა და დაკარგული კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში.

თუმცა, როგორც მონაწილეებმა აღნიშნეს, ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად აუცილებელია ისტორიის, ეთიკისა და ადამიანის ღირებულებების დაცვა, რათა ხელოვნურმა ინტელექტმა არ განსაზღვროს თავად ის, თუ რას მივიჩნევთ რეალობად, მნიშვნელოვანად და ჭეშმარიტად.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *