Latest news
ΕΟΦ-ის პრეზიდენტი მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე კომენტარს აკეთებს დომნა მიხაილიდუ: მშობლებს ვაძლევთ ვაუჩერებს, რათა შვილების საბავშვო ბაღებში მიყვანა შეძლონ იოანა ღაკა და ილიას თეოდოროპულოსი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან თანოს პლევრის: ემიგრაციის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაცია კონსტიტუციურია სალონიკი: არასრულწლოვანს მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი საბერძეთის სახელმწიფო საბჭომ არასამთავრობო როგანიზაციების რეგისტრაცია კონსტიტუციურად სცნო რას გულისხმობს თანამედროვე სამედიცინო მიმართულება საჯარო მოხელეები 12 საათიდან გაფიცვას აცხადებენ - საპროტესტო აქცია შუადღის 1 საათზე იგეგმება ილიას კასიდიარისი გაათავისუფლეს ხრისტოს იატრუ: Stem Cell-ში ჩატარებული პლაზმოფერეზის შემდეგ სხვა პაციენტიც აღმოჩნდა საავადმყოფოში
ხუთშაბათი, სექტემბერი 17, 2026
საბერძნეთისამართალი

საბერძეთის სახელმწიფო საბჭომ არასამთავრობო როგანიზაციების რეგისტრაცია კონსტიტუციურად სცნო

საბერძეთის სახელმწიფო საბჭომ არასამთავრობო როგანიზაციების რეგისტრაცია კონსტიტუციურად სცნო

საბერძნეთის სახელმწიფო საბჭომ (ΣτΕ) დაადგინა, რომ მიგრაციისა და თავშესაფრის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს რეესტრში სავალდებულო რეგისტრაცია კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება სამინისტროს მიერ წარმოებულ ბერძნული და უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მათი წევრების რეესტრებს. რეგისტრაცია ორგანიზაციებისთვის აუცილებელი პირობაა სამინისტროს სტრუქტურებში საქმიანობისა და სახელმწიფო ან ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად.

ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა, თანოს პლევრისმა, გადაწყვეტილებას „გამჭვირვალობის, მკაცრი კონტროლისა და ანგარიშვალდებულების სასარგებლო გამარჯვება“ უწოდა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ საბოლოო შეფასებისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების სრული ტექსტის გამოქვეყნებას ელოდება.

სახელმწიფო საბჭომ ამავდროულად რამდენიმე კონკრეტული რეგულაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მათ შორისაა დებულება, რომელიც სამინისტროს გენერალურ მდივანს რეგისტრაციის განაცხადის ფართო დისკრეციული საფუძვლით მიღების ან უარყოფის უფლებას აძლევს. ასევე გაუქმდა ორგანიზაციების მიერ მათი დონორებისა და შემომწირველების შესახებ ინფორმაციის ვებგვერდზე ზოგადი წესით გამოქვეყნების მოთხოვნა.

სასამართლომ კონსტიტუციურად მიიჩნია ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ვალდებულება სერტიფიცირებული აუდიტების მიერ, ასევე რეესტრში რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების კონტროლი.

გარდა ამისა, სახელმწიფო საბჭომ ევროკავშირის სასამართლოსთვის წინასწარი შეკითხვების გაგზავნა გადაწყვიტა. კითხვები ეხება, რამდენად შეესაბამება ევროკავშირის სამართალს ორგანიზაციის რეესტრში რეგისტრაციისთვის მისი ხელმძღვანელებისა და კანონიერი წარმომადგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნისა და გარკვეული ნასამართლობის არქონის მოთხოვნები.

სასამართლომ ასევე იმსჯელა არასამთავრობო ორგანიზაციების რეესტრის წარმოებისას პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე და ამ საკითხთან დაკავშირებითაც ევროკავშირის სასამართლოსთვის ერთი წინასწარი შეკითხვის გაგზავნა გადაწყვიტა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *