იოანა ღაკა და ილიას თეოდოროპულოსი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან
იოანა ღაკა და ილიას თეოდოროპულოსი წინასწარ პატიმრობაში რჩებიან
მომღერალი გიორგოს მაზონაკისის გარდაცვალების საქმეზე წინასწარ პატიმრობაში მყოფი ორი ექიმი იოანა ღაკა და მისი მეუღლე, ილიას თეოდოროპულოსი ოთხშაბათს დილით კორიდალოსის ციხეში გადაიყვანეს.
ექიმების წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ ხანგრძლივი დაკითხვის ფარგლებში საკუთარი პოზიცია წარადგინეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსამართლე და პროკურორი დაეთანხმნენ.
უსაფრთხოების მიზნით, ორივე ბრალდებული ციხის სპეციალურად გამოყოფილ, იზოლირებულ სივრცეში განთავსდება. იოანა ღაკა ქალთა განყოფილებაში ცალკე საკანში იქნება მოთავსებული, ხოლო ილიას თეოდოროპულოსი მამაკაცთა განყოფილების შესაბამის სპეციალურ სივრცეში. აღნიშნულ ადგილებში სხვა პატიმრების წვდომა შეზღუდულია.
ორ ექიმს ბრალი ედება ადამიანის განზრახ მკვლელობაში, უმოქმედობით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად არის კვალიფიცირებული. ბრალდების თავდაპირველი ფორმულირება მოგვიანებით შეიცვალა.
ორივე ექიმის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა წინასწარი პატიმრობის შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრებას დაუყოვნებლივ აპირებენ.
ადვოკატთა განცხადებით, ბრალის დამძიმება სათანადო დასაბუთების გარეშე მოხდა და მათი შეფასებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფთა საპროცესო უფლებები სერიოზულად დაირღვა.
საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე სასამართლო პროცესის შემდგომ ეტაპებზე იქნება მიღებული.
