Latest news
დაძაბულობა საბერძნეთის მუნიციპალიტეტების ცენტრალური კავშირის კონფერენციაზე: ხარის დუკასმა კენჭისყრის... სალონიკში ცხოველთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება ზოღრაფუს უნივერსიტეტის კამპუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სტუდენტი დაშავდა პიერიაში 60 პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა: როგორ მუშაობდა უკანონო მშენებლობების და... ხანძრის შედეგად პირეაზე საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა ქველმოქმედების ბნელი მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, მილიონობით შემოწირულობა და სამი საქმე სასამ... „საუკუნის ძარცვა“ - საბერძნეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და იდუმალი ბანკის გაქურდვის ი... საბერძნეთში გრიპის შემთხვევები მატულობს  პატრა: ირინი მურძუკუ სასამართლოში მკაცრი უსაფრთხოების ზომების დაცვით გადაიყვანეს  ვოლოს: 15 წლით თაცვისუფლების აღკვეთა მიესაჯა დედას, რომელსაც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადო...
შაბათი, ნოემბერი 7, 2026
საბერძნეთიჯანმრთელობა

მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის

მაიორკინის: კლიმატური კრიზისი ინფექციების გავრცელების არეალს ცვლის

ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ასოცირებული პროფესორის, გიკას მაიორკინისის განცხადებით, კლიმატის ცვლილება ცვლის ინფექციური დაავადებების გავრცელების არეალს და განსაკუთრებით აისახება კოღოებით გადამდებ დაავადებებზე.

გიკას მაიორკინისის შეფასებით, შემდეგი პანდემიის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გრიპი იქნება, განსაკუთრებით ფრინველის გრიპის ვირუსი ან ფრინველისა და ღორის გრიპის ვირუსების რეკომბინირებული შტამი. მისი თქმით, გრიპის პანდემია ბოლოს 2009 წელს იყო და მომავალ ათწლეულში მსგავსი მოვლენის გამეორების შესაძლებლობა ისევ არსებობს. ახალი კორონავირუსული პანდემიის გამეორებასაც ასევე შესაძლებლად მიიჩნევს, თუმცა უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში.

მეცნიერის განცხადებით, დასავლეთ ნილოსის ვირუსი საბერძნეთში უკვე მუდმივ პრობლემად იქცა და მისი გავრცელება ძირითადად ზაფხულის პერიოდში, დაახლოებით ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრამდე ფიქსირდება.

კლიმატის ცვლილება და ეკოსისტემების ცვლილება გავლენას ახდენს როგორც კოღოების, ისე ფრინველების პოპულაციებსა და გადაადგილებაზე. გიკას მაიორკინისი განსაკუთრებით აღნიშნავს ყვავების, კაჭკაჭებისა და სხვა ყორანასებრი ფრინველების როლს ვირუსის გავრცელების ციკლში.

მისი თქმით, ენდომოლოგიური მონიტორინგი, ანუ კოღოების პოპულაციისა და ვირუსის არსებობის კონტროლი, ეპიდემიის რისკის შესახებ დაახლოებით 15-20 დღით ადრე გაფრთხილების შესაძლებლობას იძლევა.

დენგეს ცხელება ამჟამად საბერძნეთში ენდემურ დაავადებად არ ითვლება, თუმცა მისი გადამტანი კოღოები ქვეყანაში უკვე არსებობენ. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის იტალიასა და საფრანგეთში, ადგილობრივი გადაცემის შემთხვევებიც დაფიქსირდა.

მაიორკინის განცხადებაზე დაყრდნობით დგინდება რომ კლიმატის დათბობასთან და კოღოების გავრცელებასთან ერთად, მომავალში საბერძნეთშიც შეიძლება შეიქმნას დენგესა და ჩიკუნგუნიის ადგილობრივი გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობები.

მეცნიერის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ COVID-19-ის პანდემია კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. თუმცა გარემოსა და ეკოსისტემების ცვლილებამ შეიძლება გაზარდოს ადამიანებისა და ცხოველების, მათ შორის ღამურების ერთმანეთთან კონტაქტი და ამით ხელი შეუწყოს ცხოველებიდან ადამიანებზე პათოგენების გადაცემის შესაძლებლობას.

მაიორკინისის შეფასებით, კლიმატის ცვლილება ახალ ვირუსებს პირდაპირ არ ქმნის, მაგრამ ცვლის იმ გარემო პირობებს, რომლებშიც ადამიანები, ცხოველები, მწერები და ინფექციური ნაწილაკები ურთიერთქმედებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *