სალონიკი: რატომ დაესხა წყვილი საავადმყოფოს სოც.სამსახურის თანამშრომელს თავს
სალონიკი: რატომ დაესხა წყვილი საავადმყოფოს სოც.სამსახურის თანამშრომელს თავს
სალონიკის პოლიციამ საქმე აღძრა წყვილის წინააღმდეგ, რომელიც საავადმყოფოში სოც.მუშაკს დაესხა თავს. ინციდენტი წყვილის ორი თვის ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანასა და დროებით განთავსებას უკავშირდებოდა.
პრესის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევა 2 ივნისს მოხდა, როდესაც 51 წლის კაცი საავადმყოფოს სოციალური სამსახურის ოფისში მივიდა და განყოფილების 55 წლის ხელმძღვანელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თან დაემუქრა. ამავე პერიოდში 42 წლის ქალმა თანამშრომელს ტელეფონზე მუქარის შემცველი შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაუგზავნა.
წყვილი სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს ბავშვის ოჯახიდან გაყვანასა და საავადმყოფოში მის განთავსებაზე პასუხისმგებლად მიიჩნევდა.
ორი დღის შემდეგ ისინი კვლავ მივიდნენ ოფისში და 55 წლის ქალს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც სოც.მუშაკმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ინციდენტის დროს მას ასევე დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ოფისიდან გასვლისას წყვილმა კიდევ ერთ, 54 წლის თანამშრომელსაც დაარტყა, რომელიც კოლეგის დასახმარებლად მივიდა. გარდა ამისა, საავადმყოფოს ინვენტარიც დააზიანა.
წყვილის წინააღმდეგ საქმე აღიძრა მუქარის, შეურაცხყოფის, სხეულის დაზიანების და უცხო ქონების დაზიანებისა მუხლებით.
