პირეა: სასამართლოში ბომბის შესახებ ზარი შევიდა – სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეწყდა
პირეა: სასამართლოში ბომბის შესახებ ზარი შევიდა – სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეწყდა
24 სექტემბერს დილით პირეაზე მდებარე სასამართლოში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარი შევიდა.
პრესის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად ზარის ავტორს შესაძლო აფეთქების კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. ადგილზე მობილიზებულნი არიან ფეთქებადი მოწყობილობების განეიტრალების განყოფილების (ΤΕΕΜ) სპეციალისტები, რომლებმაც სასამართლოს შენობის ტერიტორიაზე საეჭვო ნივთის აღმოჩენის მიზნით შემოწმება დაიწყეს.
უსაფრთხოების ღონისძიებების გამო დროებით შეწყდა სატრანსპორტო მოძრაობა სკუზეს ქუჩაზე, ნოტარას ქუჩიდან აკტი მიაულის ქუჩამდე მონაკვეთზე, ასევე ფილონოს ქუჩაზე, ფილელინონის ქუჩიდან მე-2 მერარხიას ქუჩამდე.
Facebook Comments Box
