Latest news
საბერძნეთი: სად არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება - ძიერი ქარი და ჭექა-ქუხილი მკვლევართა ღამე: მეცნიერება ლაბორატორიებიდან საზოგადოებამდე ხანია: გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს კაცს, რომელმაც 4 წელი პატიმრობაში 19 წლის გოგონას გაუპატიუ... საბერძნეთი: სკოლებში ექსკურსიების ორგანიზების წესები იცვლება დიმას: კიფსელზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მდგრადობის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს ძლიერი აფეთქება პლაკაზე - ჩამოინგრა შენობა, მატერიალური ზიანი მიადგა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შ... ალექსის პაპას: თუ სამარასი პარტიას შექმნის, მის გვერდით ვიქნები მაზონაკის გარდაცვალების საქმე: მნიშვნელოვანი მოწმეები და სატელეფონო ზარები 25 სექტემბერს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ღონისძიება "მკვლევართა ღამე" ჩატარდება როდის განახლდება მეტროს მე-4 ხაზზე სამუშაოები - კიფსელის მაცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვე...
პარასკევი, სექტემბერი 25, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

საბერძნეთი: სად არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება – ძიერი ქარი და ჭექა-ქუხილი

საბერძნეთი: სად არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება – ძიერი ქარი და ჭექა-ქუხილი

საბერძნეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური (EMY) ამინდის გაუარესების შესახებ საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს. ამინდის ცვლილება დღეს, 25 სექტემბერს, საღამოს საათებიდან, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან დაიწყება და 27 სექტემბრის, კვირა დღის დილამდე გაგრძელდება.

მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კი მოსალოდნელია სეტყვაც.

პარასკევს, 25 სექტემბერს, ძლიერი ნალექი და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში: კორფუზე, იპიროსზე და დასავლეთ ცენტრალურ საბერძნეთში. წვიამიანი ამინდი საღამოს საათებიდან გვიან ღამემდე გაგრძელდება.

შაბათს, 26 სექტემბერს, დილიდან შუადღემდე ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია იონიის ზღვის კუნძულებზე. შუადღიდან საღამოს საათებამდე ატმოსფეროში ნალექი გადაინაცვლებს პელოპონისოზე და კუნძულ კითირაზე, განსაკუთრებით მესინიაში, ლაკონიაში (სპარტის რეგიონი) და არკადიის აღმოსავლეთ ნაწილში.

კვირას, 27 სექტემბერს, დილიდან შუადღემდე ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ევიაზე.

მოსალოდნელია სეტყვა და ძლიერი ქარი.

მეტეოროლოგების პროგნოზით, შაბათს ქვეყნის უმეტეს ნაწილში ამინდი არამდგრადი იქნება. ცალკეულ რაიონებში ძლიერი წვიმას და ჭექა-ქუხილს შეიძლება სეტყვა და ძლიერი ქარებიც ახლდეს.

ადგილობრივად ასევე არსებობს წყალდიდობისა და დატბორვის რისკი, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც ნალექი მოკლე დროში დიდი რაოდენობით მოვა.

ამასთან, ეგეოსის ზღვაში ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარის სიჩქარემ შესაძლოა 6 ბოფორს მიაღწიოს. 

ათენში პარასკევს ძირითადად მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. ტემპერატურა 12-დან 24 გრადუსამდე მოიმატებს.

სალონიკში ნალექი დღის მეორე ნახევრიდან არის მოსალოდნელი. თერმაიკოსის ყურეში სამხრეთის ქარი 4 ბოფორამდე გაძლიერდება, მაქსიმალური ტემპერატურა კი დაახლოებით 23 გრადუსს მიაღწევს.

კვირას წვიმისა და ჭექა-ქუხილის ზონა ძირითადად აღმოსავლეთ საბერძნეთისა და ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ კუნძულებისკენ გადაადგილდება. დღის განმავლობაში ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება და გვიან საღამოსთვის უმეტეს რეგიონებში შეწყდება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *