Latest news
კრეტაზე მოსწავლემ დაკარგული საფულე იპოვა და მფლობელს დაუბრუნა დემოგრაფიული კრიზისი – ეროვნული მნიშვნელობის საკითხი როდოსის მოსახლეობამ ადგილობრივ საავადმყოფოს თანამედროვე სამედიცინო აპარატურა დაუფინანსა ზამბუნის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს  ევროპული პროკურატურა 87 მილიონი ევროს თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს საბერძნეთი: კვირას ძლიერი შტორმი ათენშიც არის მოსალოდნელი ყალბი ქვითრების თაღლითური სქემა – სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი 12,6 მილიონ ევროზე მეტია ვინ არის პირი, რომელსაც ვანგელის ზამბუნის მკვლელობაში ედება ბრალი ნოემბრის ბოლოს სრულიად საბერძნეთის მასშტაბით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი საბერძნეთი: 114 არალეგალმა ემიგრანტმა ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის ფარგლებში ქვეყანა დატოვა
კვირა, ნოემბერი 29, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის მოსახლეობა 2 ოქტომბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას შეძლებს

საბერძნეთის მოსახლეობა 2 ოქტომბრიდან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას შეძლებს

საბერძნეთში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სეზონი 2 ოქტომბრიდან დაიწყება. აფთიაქებში ვაქცინების საერთო მარაგის დაახლოებით 30% უკვე განაწილებულია. მიმდინარე სეზონზე საბერძნეთში ჯამში 3,64 მილიონი დოზის შეტანაა დაგეგმილი, გასულ სეზონზე კი 3,5 მილიონი დოზა იყო გათვალისწინებული.

გრიპის საწინააღმდეგო აცრა პირველ რიგში რეკომენდებულია 60 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, ექვსი თვიდან ხუთ წლამდე ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ორსულებისთვის, მშობიარობის შემდგომ პერიოდში მყოფი და მეძუძური ქალებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს უვლიან. ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და ხანდაზმულთა მოვლის დაწესებულებების თანამშრომლებისთვისაც.

რეკომენდებულია ვაქცინაცია ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის ბოლომდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. თუმცა აცრა გრიპის სეზონის განმავლობაში მოგვიანებითაც შესაძლებელია. საბერძნეთში გრიპის გავრცელება, როგორც წესი, იანვარში მატულობს, პიკს კი თებერვალსა და მარტში აღწევს.

მეორე წელია საბერძნეთში ხელმისაწვდომია ცხვირის სპრეის სახით გამოსაყენებელი გრიპის ვაქცინაც, რომელიც განკუთვნილია 2-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ის არ არის რეკომენდებული ბრონქული ასთმის ან იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითების მქონე ბავშვებისთვის. ასეთ შემთხვევებში ვაქცინის შესაფერისი ტიპი ექიმმა უნდა შეარჩიოს.

ჩვეულებრივი გრიპის ვაქცინები კერძო აფთიაქებში დაზღვეული და დაუზღვეველი პირებისთვის უფასოა და რეცეპტი არ სჭირდება. გაძლიერებული ვაქცინებისთვის კი ექიმის დანიშნულებაა საჭირო.

ჯანდაცვის სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ვაქცინაციის საკითხი ოჯახის ექიმთან ან ფარმაცევტთან განიხილონ, განსაკუთრებით თუ ისინი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *