Latest news
დასავლეთ ნილოსის ვირუსი: სიმპტომები - მსუბუქი ფორმიდან ენცეფალიტამდე ბურდუმის: ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმის სანახავად არ მოვიდა ტინოსი: ღვთისმშობლის ხატის საზეიმო მსვლელობა უნდა ინერვიულონ თუ არა ავტომანქანების მფლობელებმა, რომლებსაც ელექტრომობილები არ ჰყავთ კოზანელი ოსტატის ხელნაკეთი გიტარები მსოფლიოს მასშტაბით იყიდება საბერძნეთი დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს 15 აგვისტოსთან დაკავშირებული ტრადიციები კუნძულებზე Marfin-ის საქმეში ბრალდებული 46 წლის ქალის ადვოკატმა წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება გაასაჩივრა სანტორინსა და ნაქსოსზე რესტორნები და ტურისტული ობიექტები დარღვევების გამო დაჯარიმდნენ  საბერძნეთი: ადვოკატთა ასოციაცია აცხადებს, რომ კერძო იურიდიული სკოლების შექმნას საერთო გეგმა და ხანგრ...
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
საბერძნეთი

ნეა იონია: 11 წლის მოზარდს ელექტროგანათების ბოძზე შეხებისას მოულოდნელად დენმა დაარტყა

11 წლის მოზარდს ხუთშაბათს საღამოს, ნეა იონიაში, მაკელარაკის პარკში ელექტროგანათების ლითონის ბოძზე შეხებისას მოულოდნელად დენმა დაარტყა.

ბავშვი მეგობრებთან ერთად პარკში თამაშობდა რა დროსაც შემთხვევით გარე განათების ბოძს შეეხო, რომელზეც შიშველი მავთულები იყო ჩამოკიდებული.

დენის დარტყმის შედეგად  ბავშვი ძირს დაეცა, შემდეგ კი  გულ-მკერდისა და გულის არეში  ძლიერი ტკივილები განუვითარდა.

იქვე მყოფმა დედამ, რომელიც თავიდან ვერ მიხვდა თუ რა დაემართა მის შვილს, მაშინვე შეატყობინა პედიატრს, რომელმაც სიმპტომების გაგონებაზე მშობლებს ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა ურჩია.

კარდიოლოგმა, რომელმაც დაშავებული სასწრაფო დახმარების განყოფილებაში გასინჯა, გულის არითმია აღმოაჩინა  და სისხლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 11 წლის ბავშვს ელექტროშოკი დაემართა.

” უცებ მკერდის ძლიერი ტკივილები დაეწყო. ჩვენ დავუკავშირდით პედიატრს, ავუხსენით რა მოხდა და გვითხრა, რომ საავადმყოფოში წავსულიყავით. ბავშვი შიშველ კაბელებს რომ შეხებოდა და არა სვეტის ლითონის ზედაპირს, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა. ექიმებმა გვითხრეს, რომ წონისა  და ასაკის გამო გადარჩა,  უფრო გამხდარი რომ ყოფილიყო ან პატარა ასაკის, შედეგი განსხვავებული იქნებოდა. გაგვიმართლა, რადგან მავთულს რომ შეხებოდა შეიძლება ახლა ცოცხალი აღარ ყოფილიყო“ – აღწერს მომხდარს 11 წლის მოზარდის მამა.

ამ დროისთვის ბავშვის  მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთდღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ის უკვე სახლში იმყოფება და მხოლოდ ხელის ოდნავი დაბუჟება აღენიშნება.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *